სიახლეები

ფიფას ფეხბურთის აგენტების ლიცენზირების გამოცდა

სფფ
გაუზიარე

20 სექტემბერს, სფფ-ის ფეხბურთის აგენტების ლიცენზირების განყოფილების ორგანიზებით, სასტუმრო ჰილტონში, ფიფას ფეხბურთის აგენტების ლიცენზირების გამოცდა გაიმართა. 

ფიფას ფეხბურთის აგენტების ლიცენზირება ახალი დებულებების შესაბამისად მიმდინარეობს, რომელიც 2022 წელს დაინტერსებულ მხარეებთან ინტენსიური კონსულტაციების შედეგად დამტკიცდა.

ახალი დებულების თანახმად, დაინერგა მომსახურების სტანდარტები ფეხბურთის აგენტებისა და მათი კლიენტებისთვის, რომელიც, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, მოიცავს ფეხბურთის აგენტების სავალდებულო ლიცენზირების სისტემას და ადგენს ფიფას ფეხბურთის აგენტისთვის გადასახდელი თანხის ზედა ზღვარს. ინტერესთა კონფლიქტის გამოსარიცხად ფეხბურთის აგენტებს აეკრძალებათ მრავალმხრივი წარმომადგენლობა, რაც საკონტრაქტო მდგრადობის გაძლიერებასა და ტრანსფერების სისტემის მთლიანობის დაცვას ემსახურება. 

ფეხბურთის აგენტების ლიცენზირების გამოცდა საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა. პირველი გამოცდა მიმდინარე წლის აპრილში გაიმართა. 

2023 წლის 1 ოქტომბრიდან ფეხბურთის საქმიანობის განხორციელების უფლება მხოლოდ ლიცენზირებულ ფეხბურთის აგენტებს ექნებათ.