აღმასკომის გადაწყვეტილება – ეროვნული ჩემპიონატის სტრუქტურული ცვლილებები დამტკიცებულია

25 მაისს, 17:00 საათზე, „მიხეილ მესხის“ სტადიონის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტი შეიკრიბა.

სხდომის დღის წესრიგის მთავარი საკითხი საქართველოს 2010–11 წლების ეროვნული ჩემპიონატის სტრუქტურის შეცვლის და 2011–12 წლების ჩემპიონატის ჩატარების სტრუქტურის განხილვა და დამტკიცება იყო.

სფფ–ის პრეზიდენტმა აღმასკომის წევრებს საფეხბურთო კლუბების ხელმძღვანელებთან გამართული შეხვედრის შედეგები გააცნო. აღმასკომი დასამტკიცებელ პროექტში შეტანილ ცვლილებებს და შესწორებებს გაეცნო და ამის შემდეგ, ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტილება მიიღო – სტრუქტურული ცვლილებები დამტკიცდა და ახალი სეზონიდან საქართველოს 12–გუნდიანი ეროვნული ჩემპიონატი ექნება.

სფფ–ის პრესსამსახური

Bookmark and Share