სფფ–ის აღმასკომმა ახალი დებულებები და კალენდრები დაამტკიცა

დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საკონფერენციო დარბაზში სფფ–ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა.

სხდომის დღის წესრიგი:

1. საქართველოს 2011–12 წლების ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგების, დუბლების, ჭაბუკთა ლიგისა და დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების დებულებების და სადისციპლინო დებულებების დამტკიცების შესახებ.

2. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგების, დუბლებისა და ჭაბუკთა ლიგის კალენდრების დამტკიცების შესახებ.

3. სფფ–ის სადისციპლინო კოდექსში ცვლილებების დამტკიცების შესახებ.

4. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილის შესახებ

5. სხვადასხვა

პირველ ორ საკითხთან დაკავშირებით, ვრცელი პრეზენტაცია გააკეთა სფფ–ის გენერალური სამდივნოს ხელმძღვანელმა – რევაზ შენგელიამ.

აღინიშნა, რომ ეროვნული ჩემპიონატის კალენდარში მცირე ცვლილებები იმ შემთხვევაში შეიძლება შევიდეს, თუ ევროთასებზე მოასპარეზე ქართული კლუბები კიდევ უფრო შორს წავლენ და საუკეთესო შემთხვევაში, ჯგუფურ ეტაპებზე მოხვდებიან.

აღმასკომმა ცვლილებები, დებულებები და კალენდრები ერთხმად დაამტკიცა.

სფფ–ის პრესსამსახური

Bookmark and Share