სამსაჯო კომიტეტმა საუკეთესოები დაასახელა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო კომიტეტმა 2010–2011 წლების საფეხბურთო სეზონის მატჩების მიხედვით დაადგინა საუკეთესო არბიტრთა ხუთეული და საუკეთესო ასისტენტთა ათეული.

რეიტინგის დადგენისას გათვალისწინებულ იქნა მატჩების მსაჯობისას მიღებული შეფასებები, ნამსაჯი მატჩების რაოდენობა და სირთულე. აგრეთვე, თეორიული და ფიზიკური ტესტების შედეგები.

საუკეთესო არბიტრები

ლევან კვარაცხელია, გიორგი ვადაჭკორია, ლაშა სილაგავა. თორნიკე გვანცელაძე, მალხაზ ბეუქლიშვილი

საუკეთესო ასისტენტები

მამუკა ელიკაშვილი, ზურაბ ჯვარიძე, გიორგი ყრუაშვილი, ზაზა ფიფია, გურამ ჩიგოგიძე, ლევან თოდრია, ზაზა მენთეშაშვილი, ბესიკ ჭიჭინაძე, ზვიად ერქვანია, კობა გაბრიაძე

აქვე, იმასაც გეტყვით, რომ ქართველი მსაჯი, ფიფა–ს ასისტენტი ზაზა ფიფია პორტუგალიაში იმყოფება, სადაც 21–28 ივნისს, უეფა–ს რეგიონთა თასის ფინალურ ეტაპზე იმსაჯებს.

სფფ–ის პრესსამსახური

Bookmark and Share