სიახლეები

23 მარტს დინამო არენას სალაროები 22:00 საათამდე იმუშავებს

აკადემია
გაუზიარე
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის საქართველო-სერბეთის ბილეთის გაყიდვა ონლაინ-რეჟიმში, ბმულზე - www.tkt.ge/geovsrb და დინამო არენას სალაროებში მიმდინარეობს. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.

23 მარტს საქართველო-სერბეთის ბილეთების ყიდვა გულშემატკივარს, დინამო არენას სალაროებში 22:00 საათამდე შეეძლება. ბილეთების ონლაინ რეჟიმში ყიდვის შემთხვევაში www.tkt.ge/geovsrb გულშემატკივარს საქართველო-ლატვიის ამხანაგურ მატჩზე დასასწრები ბილეთი საჩუქრად გადაეცემა. საჩუქარს გულშემატკივრები, ელექტრონული ფოსტის საშუალებით, 25 მარტს მიიღებენ.

24 მარტს, დინამო არენაზე, 21:00 საათზე 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი გაიმართება, სადაც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სერბეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.