სიახლეები

ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტური

ქალთა ნაკრები
გაუზიარე

25 აგვისტოს, ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის მატჩები გაიმართა. 

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ქუთაისის „მართვე“ ლიტვის ჩემპიონს, „გინტრას“ დაუპირისპირდა და 6:0 დამარცხდა. ლიტველთა მხრიდან დუბლის ავტორი ვაიტუკაიტე გახდა. თითო გოლი კი, ალეკპეროვას, ჩუბრილოს, კოულმანისა და ველიჩკაიტეს ანგარიშზეა. 59-ე წუთზე ლიტველი ფეხბურთელის მიერ დარტყმული თერთმეტმეტრიანი, "მართვეს" უკრაინელმა მეკარემ მოიგერია.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში, რომელიც, „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გაიმართა, ერთმანეთს სლოვაკური „პარტიზანი“ და თურქული „ქონაკი“ შეხვდნენ. მატჩი თურქების უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით 5:1 დასრულდა. გამარჯვებულთა მხრიდან გოლები ჰანჩარმა (3), ჩინარმა და ეროლმა გაიტანეს. სლოვაკთა მხრიდან კი, ერთადერთი გოლის ავტორი ბოჩინარი გახდა. 

საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ჯგუფის მესამე ტურის მატჩები 28 აგვისტოს გაიმართება. 19:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ქუთაისის „მართვე“ „პარტიზანს“ შეხვდება. „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ კი, ასევე 19:00 საათზე  ჯგუფის ლიდერები „ქონაკი“ და  „გინტრა“ ითამაშებენ

გინტრა 6:0 მართვე

თბილისი, მიხეილ მესხი 2

გინტრა: კასელიტე, ვაიტუკაიტე, მიკუტაიტე, პატერსონი, გაილევიჩიუტე (72’ ჟიჟიტე), გუდჩენკო (84’ (სარკანაიტე), ალეკპეროვა (63’ კიზაიტე), ნევერდაუსკაიტე, ველიჩკაიტე, კოულმანი, ჩუბრილო

სათადარიგო შემადგენლობა: სავიცკაიტე, მურილიო, პოტაპოვა, კარასიოვაიტე

მთავარი მწვრთნელი: რიმანტას ვიკტორავიციუსი

მართვე: კლიმოვა, ჭაუტიძე, ჯანელიძე (69’ შახკულიანი), შონია (60’ ჩირგაძე), სტურუა, ხაბურძანია (46’ კარაპეტიანი), შენგელია, გურგენიძე, გორგაძე, გასვიანი, ა. სინატაშვილი

სათადარიგო შემადგენლობა: კალანდაძე, შალამბერიძე

მთავარი მწვრთნელი: პაატა დოგრაშვილი

მსაჯები: ჰანელორ ონსეა (ბელგია), მარია ეტიენი (ბელგიაა), სანია როდიაკ კარშიჩი (ხორვატია), ვესნა ბუდიმირი (ხორვატია)

გაფრთხილება: 26’ ხაბურძანია, 40’ ვაიტუკაიტე, 43’ ალეკპეროვა, 49’ გორგაძე, 87’ გასვიანი

გოლები: 1:0 ალეკპეროვა (5), 2:0 ჩუბრილო (28), 3:0 ვაიტუკაიტე (56), 4:0 ვაიტუკაიტე (79), 5:0 კოულმანი (63), 6:0 ველიჩკაიტე (89)


პარტიზანი 1:5 ქონაკი

თბილისი, დავით პეტრიაშვილი არენა

პარტიზანი: გიომრაიოვა, პივოვარნიკოვა, ჰავრანოვა, დიმიტრიევიჩი, ჰოვანცოვა (26’ ჰვიშჩოვა), ბოჩინოვა (68’ მაზუროვა), გმიტეროვა, გალაროვიჩოვა, ტეიოვა (57’ სემანოვა), მიკოლაიოვა, სტრონჩეკოვა

სათადარიგო შემადგენლობა: კულკოვა, მოჩნაცკა, ლემეშოვა, იაცკოვიჩოვა

მთავარი მწვრთნელი: ლუბომირ ჩეკანი

ქონაკი: შაჰინი, შენთურქი (69’ სარგე), ტაში, ჩორლუ, ჰანჩარი (85’ ილდირიმი), დუშა, ჰიზი, ბორაზანჯი, ეროლი, სანდეი, ჩინარი 

სათადარიგო შემადგენლობა: აკგიოზი, ია, აჩიკელი, პანკრატოვა, ჰასბალი

მთავარი მწვრთნელი: ალი ალანჩი

მსაჯები: სარა გერეტი (ინგლისი), ჯეინ სიმსი (ინგლისი), ქეთევან გაიპარაშვილი (საქართველო), ხათუნა მაისურაძე (საქართველო)

გაფრთხილება: 48’ პივოვარნიკოვა, 54’ გმიტეროვა, 55. მიკლაიოვა, 58’ სტრონჩეკოვა, 63’ ჰავრანოვა

გოლები: 0:1 ჩინარი (9), 1:1 ბოჩინოვა (12), 1:2 ეროლი (30), 1:3 ჰანჩარი (37), 1:4 ჰანჩარი (61), 1:5 ჰანჩარი (70)