სიახლეები

UEFA-ს სამწვრთნელო ლიცენზიის Refresh კურსზე რეგისტრაცია გრძელდება

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა პროფესიული განვითარების განყოფილება განაგრძობს განათლების კურსების ორგანიზებას.

UEFA-ს სამწვრთნელო ლიცენზიის მქონე მწვრთნელთათვის, რომლის მოქმედების ვადაც 2018 წლის 31 დეკემბრამდე განისაზღვრება, Refresh კურსები ამა წლის ბოლოს გაიმართება.

ამ ეტაპზე, რეგისტრაცია მოეთხოვებათ მხოლოდ იმ პირებს ვისი ლიცენზიის მოქმედების ვადა ან ამოწურულია ან 2018 წლის 31 დეკემბრამდე ეწურება.

ინფორმაცია ზუსტი თარიღის და დაწყების დროის შესახებ, ისევე როგორც დანარჩენი საორგანიზაციო საკითხების შესახებ ცნობა მიწოდებულ იქნება დარეგისტრირებული კანდიდატებისათვის მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე უშუალოდ კურსის დაწყებამდე 2 კვირით ადრე.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ დარეგისტრირდეთ მითითებულ ბმულზე ამა წლის 1 დეკემბრამდე.

დამატებითი ინფორმაციისათვის მწვრთნელებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ მწვრთნელთა პროფესიული განვითარების განყოფილებას შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] ან ტელეფონის ნომერზე: +995 32 291 26 70