სიახლეები

ტექნიკური ცენტრ ბასაზე C ლიცენზიის მორიგი კურსი გაიხსნა

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

27 სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრ „ბასაზე“ უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის მორიგ კურსი გაიხსნა. სასწავლო პროგრამის დაწყებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე დაესწრო და მონაწილეებს წარმატებული სასწავლო პროცესი უსურვა.

უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი უკვე ოთხ მოდულს მოიცავს და უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან სრული შესაბამისობით ტარდება. 

ამ ეტაპზე უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსზე 22 ლიცენზიის მაძიებელი ირიცხება და აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მათგანი 72 წლისაა. უეფას C ლიცენზიის კურსი მწვრთნელთა განათლების პროგრამის პირველი საფეხურია, რის შემდეგაც 1 წლის სამუშაო სტაჟის მქონე მწვრთნელებს საშუალება ექნებათ უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსზე გააკეთონ განაცხადი.