სიახლეები

ვიტალი დარასელიას საცხოვრებელ სახლზე მისი მემორიალური დაფა გაიხსნება

სფფ
გაუზიარე

2018 წლის 9 ოქტომბერს, 14:00 საათზე თბილისში ვიტალი დარასელიას საცხოვრებელ სახლზე მისი მემორიალური დაფა გაიხსნება (ანტონოვსკაიას 9 ბ, აქსის პალასის უკან, ყაზბეგის გამზირი).

მემორიალური დაფის განთავსება, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის დაბადების დღეზე მოხდება.

ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად, ვიტალი დარასელიას ოჯახის წევრები, ვეტერანი ფეხბურთელები და სფეროს გამოჩენილი მოღვაწეები დაესწრებიან.