სიახლეები

21-წლამდელები პოლონეთში არიან

ნაკრები U21
გაუზიარე

სტუმრად ფინეთთან 2:1 გამარჯვების შემდეგ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები პოლონეთში ჩავიდა, სადაც 16 ოქტომბერს ევროშესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩს ჩაატარებს. გია ცეცაძის გუნდი ქალაქ გდინიაში დაბინავდა. ამავე ქალაქის მთავარ სტადიონზე გაიმართება მატჩიც.

ჩვენმა გუნდმა პირველი ვარჯიში უკვე ჩაატარა. ტრავმის მოშუშება მოასწრო ნიკა ნინუამ და საწვრთნელ პროცესშიც ჩაერთო.

შეგახსენებთ, რომ ფინეთთან მოგებით 21-წლამდელებმა ჯგუფში მესამე ადგილი გაინაღდეს.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები

ლუკა გუგეშაშვილი (დილა), ოთო გოშაძე (დინამო ბთ), ლუკა სანიკიძე (თელავი)

მცველები

გიორგი ქანთარია (ნემანი, ბელარუსი), ლუკა გადრანი (რუსთავი), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ანდრო გიორგაძე (ვორსკლა, უკრაინა), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო თბ), დავით კობოური (დინამო თბ), რომან ჩაჩუა (სამტრედია), გურამ გიორბელიძე (სიონი)

ნახევარმცველები

აკაკი შულაია (დინამო თბ), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიტვა), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი, თბილისი), ლევან ელოშვილი (კაპფენბერგი, ავსტრია), გიორგი კუცია (დინამო თბ), ნიკა ნინუა (დინამო თბ)

თავდამსხმელები

ბექა მიქელთაძე (ანორთოსისი, კვიპროსი), ირაკლი ბუღრიძე (ჩიხურა), ბექა ქავთარაძე (რუსთავი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი)