სიახლეები

17-წლამდელთა შემადგენლობა ცნობილია

ნაკრები U17
გაუზიარე

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა და დანიაში ჩავიდა, სადაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები ელის. ზვიად ჯელაძის გუნდის მეტოქეები დანია, რუსეთი და ესტონეთი იქნებიან. ჯგუფის პირველ მატჩს ჩვენი გუნდი 24 ოქტომბერს მასპინძლების წინააღმდეგ გამართავს, 27-ში საქართველოს ნაკრები რუსეთს შეხვდება, 30-ში კი ესტონეთს. მთავარმა მწვრთნელმა დანიაში ასეთი შემადგენლობა წაიყვანა:

მეკარეები

ლუკა ხარშილაძე (დინამო თბ), ლუკა ხარატიშვილი (სფფ აკადემია)

მცველები

ლაშა კვარაცხელია (დინამო თბ), საბა ჭინჭარაული (ბევერენი, ბელგია), საბა ხვადაგიანი (დინამო თბ), გიორგი მირზიკაშვილი (დინამო თბ), ზურაბ ერაძე (დინამო თბ), ნიკა კოკაია (გაგრა)

ნახევარმცველები

ნიკოლოზ ტალახაძე (საბურთალო), თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბ), ცოტნე ბენდიანიშვილი (კორტრაიკი, ბელგია), გიორგი აბუაშვილი (დინამო თბ), ირაკლი აზაროვი (დინამო თბ), ანდრია დევდარიანი (ტორპედო), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბ), შალვა ოგბაიძე (მაგდებურგი, გერმანია), დავით ზურაბიანი (დინამო თბ) 

თავდამსხმელები

გიორგი ომარაშვილი (ლოკომოტივი), ლუკა ტორონჯაძე (გაგრა), გურამ ხვედელიძე (ტორინო, იტალია).