სიახლეები

მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსის მეოთხე მოდული იწყება

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

5 ნოემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსის მეოთხე მოდული დაიწყება. მოდულს „დავით პეტრიაშვილი არენა“ უმასპინძლებს. სწავლება, ამ ეტაპზე, სამ დღეს გასტანს.

შეგახსენებთ, რომ B ლიცენზიის კურსი ჯამში 6 მოდულისაგან შედგება. ამ ეტაპზე კურსზე 20 ლიცენზიის მაძიებელი ირიცხება.

აქვე შეგახსენებთ, რომ UEFA-ს სამწვრთნელო ლიცენზიის მქონე მწვრთნელთათვის, რომელთა ლიცენზიის მოქმედების ვადა 2018 წლის 31 დეკემბრამდე განისაზღვრება, Refresh კურსები მიმდინარე წლის ბოლოს გაიმართება.

ამ ეტაპზე, რეგისტრაცია მოეთხოვებათ მხოლოდ იმ პირებს ვისი ლიცენზიის მოქმედების ვადა ან ამოწურულია ან 2018 წლის 31 დეკემბრამდე ეწურება.

ინფორმაცია Refresh კურსის დაწყების ზუსტ თარიღთან  და დანარჩენი საორგანიზაციო საკითხების შესახებ დარეგისტრირებულ კანდიდატებს მათ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე კურსის დაწყებამდე 2 კვირით ადრე ეცნობებათ.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ დარეგისტრირდეთ მითითებულ ბმულზე ამა წლის 1 დეკემბრამდე.