სიახლეები

ეროვნული კატეგორიის C ლიცენზიის მქონე მწვრთნელთა საყურადღებოდ!

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა განათლების განყოფილება ეროვნული კატეგორიის C ლიცენზიის მქონე მწვრთნელთათვის გადამზადების პროგრამაზე განაცხადების მიღებას განაგრძობს.

მწვრთნელთა გადამზადების პროგრამა ორ დღიან სასწავლო კურსს მოიცავს და ის სრულიად უფასოა. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიას მიიღებენ.

დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისათვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ შესაბამისი რეგიონის ფეხბურთის ფედერაციას მიმდინარე წლის 10 ნოემბრამდე.