სიახლეები

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი 25 ნოემბერს 16:00 საათზე შედგება 

საქართველოს თასი
გაუზიარე

25 ნოემბერს, ბათუმში  გასამართი საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი, რომელშიც ერთმანეთს ქუთაისის ტორპედო და გაგრა დაუპირისპირდებიან, 17:00 საათის ნაცვლად, 16:00 საათზე შედგება. მატჩის დროის ცვლილება, სატელევიზიო გაშუქებითაა განპირობებული.

საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიღწეული შეთანხმებით, გულშემატკივარს ფინალის პირდაპირი ტრანსლაციის ხილვა, მაუწყებლის 1 არხზე შეეძლება.

გაგრასა და ტორპედოს ფინალური შეხვედრა ანგისას სტადიონზე გაიმართება.