სიახლეები

U21: კვიპროსი 1:1 საქართველო

ნაკრები U21
გაუზიარე

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სტუმრად კვიპროსთან ამხანაგურ მატჩში 1:1 ითამაშა. ჩვენი გუნდიდან ერთადერთი ბურთი გიორგი არაბიძემ პენალტით გაიტანა, რომელიც ბექა ქავთარაძემ მოიპოვა.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა ასევე პენალტით შეძლეს ანგარიშის გათანაბრება.

გია ცეცაძემ კვიპროსთან ასეთი შემადგენლობა ათამაშა: სანიკიძე, ბურჯანაძე, ლოჩოშვილი, კობოური, კერელეიშვილი, ლაკვეხელიანი, კუცია, არდაზიშვილი, არაბიძე, ქავთარაძე, ლეჟავა.

შეცვლაზე შევიდნენ: ძებნიაური, არველაძე, სპანდერაშვილი.