სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსის მესამე მოდული სასტუმრო მოხალისეში

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

სასტუმრო მოხალისეში უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსის მესამე მოდული გაიმართა. ამ ეტაპზე კურსანტებმა ფსიქოლოგიის, კოორდინაციისა და თამაშის წესების შესახებ იმსჯელეს.

თეორიულ ნაწილთან ერთად, მწვრთნელებმა, ტრადიციულად, პრაქტიკული დავალება შეასრულეს. კურსანტები საქართველოსა და იტალიის 19-წლამდე ნაკრებთა ამხანაგურ შეხვედრას დაესწრნენ და მატჩის ტაქტიკური ანალიზი მოამზადეს.

შეგახსენებთ, რომ უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსი განახლებული ფორმატით პირველად ტარდება. ამ ეტაპზე სასწავლო კურსზე 20 ლიცენზიის მაძიებელი ირიცხება. მსმენელებს ერთწლიანი სასწავლო პროგრამის შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, უეფას ერთ-ერთი უმაღლესი სამწვრთნელო ლიცენზია გადაეცემათ.