სიახლეები

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ

სფფ
გაუზიარე

11, 12 და 13 იანვარს თბილისის ოლიმპიური სასახლე დარბაზის ფეხბურთის ტრადიციულ ტურნირს, დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასის 2019 წლის გათამაშებას უმასპინძლებს.

ტრადიციულად, ჩატარდება გათამაშება ეროვნული ჩემპიონატის კლუბებს შორის, რომლის მთავარი მიზანი ჩემპიონატებს შორის შესვენების გამრავალფეროვნებაა. 13 იანვარს ლეგენდების გათამაშება გაიმართება, სადაც ერთმანეთს მსოფლიო ვარსკვლავები დაუპირისპირდებიან.

ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის სრული დაფინანსებით, ზამთრის თასი 2019-ს 15- წლამდე გუნდებიც გაითამაშებენ. ტურნირში რეგიონული ნაკრებები და საფეხბურთო კლუბების 15-წლამდე გუნდები მონაწილეობენ.

სამივე დღეს, ტრადიციად ქცეულ, საახალწლო გათამაშებაზე დასწრება ყველა მსურველისთვის უფასო იქნება. 

მედიის წარმომადგენლებს ტურნირის გაშუქება სპეციალური აკრედიტაციით შეეძლებათ. გთხოვთ, დასწრების მსურველებმა შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა ბმულზე.

შენიშნა: ფაილის ასატვირთ ველში განათავსეთ აკრედიტაციის მოთხოვნის ოფიციალური წერილი თქვენი მედია- ორგანიზაციისგან. აკრედიტაციის მოთხოვნა 10 იანვრის ჩათვლით შეგიძლიათ. მედია აკრედიტაციები გაიცემა 11 იანვარს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში.