სიახლეები

ზამთრის თასი 2019 | 15-წლამდე ფეხბურთელთა ტურნირის ფინალში საბურთალო და დინამო იასპარეზებენ

სფფ
გაუზიარე

12 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასხლეში ზამთრის თასი 2019-ის ფარგლებში მიმდინარე 15-წლამდე ფეხბურთელთა ტურნირის 'გ' და 'დ' ჯგუფების შეხვედრები გაიმართა. ამ მატჩებით ტურნირზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა და მეორე ფინალისტი გამოვლინდა.

'გ' ჯგუფის გამარჯვებული 7 ქულით თბილისის "დინამოს" 15-წლამდე გუნდი გახდა. თბილისელებმა რაჭისა და სამეგრელოს გუნდები დამაჯერებელი ანგარიშებით დაამარცხეს, სფფ-ის აკადემიის მეორე გუნდთან კი ფრედ ითამაშეს. დინამოელებმა ჯგუფურ ეტაპზე 17 გოლი გაიტანეს და საკუთარ კარში მხოლოდ ორი მიიღეს. 

'გ' ჯგუფი 

 

       მ       ფ       წ       გ       ქ
დინამო თბ      2      1      0      17-2       7
სფფ აკადემია 2      1      2      0       3-2       5
სამეგრელო      1      1      1       4-2       4
რაჭა      0      0      3       1-16       0

დინამო თბ 11:0 რაჭა
სამეგრელო 0:0 სფფ აკადემია 2

დინამო თბ 1:1 სფფ აკადემია 2
სამეგრელო 3:0 რაჭა

სფფ აკადემია 2 2:1 რაჭა
დინამო თბ 5:1 სამეგრელო

'დ' ჯგუფში ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის გუნდებმა თანაბარი, 7-7 ქულა დააგროვეს, მაგრამ ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით ნახევარფინალში თამაშის უფლება ქართლელებმა მოიპოვეს. ჯგუფში მესამე და მეოთხე ადგილზე თითო ქულით ლოკომოტივისა და ცხინვალის რეგიონის 15-წლამდე გუნდები გავიდნენ. 

'დ' ჯგუფი

 

       მ       ფ       წ       გ       ქ
ქვემო ქართლი      2      1      0       3-0       7
მცხეთა-მთიანეთი      2      1      0       3-1       7
ლოკომოტივი      0      1      2       1-3       1
ცხინვალის რეგიონი      0      1      2       2-5       1

ლოკომოტივი 1:1 ცხინვალის რეგიონი
ქვემო ქართლი 0:0 მცხეთა-მთიანეთი

ლოკომოტივი 0:1 მცხეთა-მთიანეთი
ქვემო ქართლი 2:0 ცხინვალის რეგიონი

მცხეთა-მთიანეთი 2:1 ცხინვალის რეგიონი
ლოკომოტივი 0:1 ქვემო ქართლი

ზამთრის თასი 2019-ის 15-წლამდე ფეხბურთელთა ტურნირის მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს თბილისის "დინამო" და ქვემო ქართლი დაუპირისპირდნენ. დინამოელებმა მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით, 8:0 დაამარცხეს და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს, სადაც ისინი საბურთალოს 15-წლამდე გუნდს შეხვდებიან. ტურნირის ფინალური შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 13 იანვარს, 16:00 საათზე გაიმართება.