სიახლეები

ლეგენდების თასი 2019 | ჯგუფური ეტაპი საქართველოს ნაკრებმა პირველ ადგილზე დაასრულა

სფფ
გაუზიარე

13 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ზამთრის თასი 2019-ის ლეგენდების გათამაშება ჯგუფური ეტაპის მატჩებით გაიხსნა. საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა გუნდი 'ა' ჯგუფში, ფიფას ლეგენდებისა და თურქეთის გუნდებთან ერთად ასპარეზობდა. ჩვენმა გუნდმა ქვეჯგუფში გამართული ორივე შეხვედრა დამაჯერებელი ანგარიშით მოიგო და ნახევარფინალში თამაშის უფლება პირველი ადგილით მოიპოვა.

ტურნირის პირველ შეხვედრაში საქართველო თურქეთს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, 5:3 დაამარცხა მეტოქე. ჩვენი გუნდიდან დუბლი კახი კალაძემ და ზურაბ ხიზანიშვილმა შეასრულეს, ერთი ბურთი კი, ალექსანდრე იაშვილის ანგარიშზეა.

საქართველო 5:3 თურქეთი

გოლები: 1:0 იაშვილი (2), 1:1 კაბზე (3), 1:2 კაბზე (4), 2:2 კალაძე (6), 3:2 ხიზანიშვილი (14), 4:2 ხიზანიშვილი (22), 5:2 კალაძე (23), 5:3 თურანი (24)

მეორე მატჩში ქართველი ვეტერანების მეტოქე ფიფას ლეგენდების გუნდი იყო. გულშემატკივარმა საინტერესო და უხვგოლიანი შეხვედრა იხილა და საქართველომ მეტოქემ დიდი ანაგრიშით - 11:6 დაამარცხა. ქართველთა მხრიდან ხუთ-ხუთჯერ მეტოქის კარი კახი კალაძემ და ალექსანდრე იაშვილმა აიღეს, კიდევ ერთი გოლი კი, გივი კვარაცხელიას ანგარიშზეა. საბოლოოდ საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა გუნდმა ორ შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა, 6 ქულა დააგროვა და ჯგუფის ერთპიროვნული გამარჯვებული გახდა.

საქართველო 11:6 ფიფას ლეგენდები

გოლები: 1:0 იაშვილი (3), 1:1 ოლიჩი (3) 2:1 კალაძე (4), 3:1 კალაძე (7), 3:2 მატერაცი (7), 4:2 კვარაცხელია (8), 4:3 ბერგერი (9), 5:3 კალაძე (11), 6:3 კალაძე (15), 7:3 იაშვილი (16), 8:3 იაშვილი (17), 9:3 კალაძე (20), 9:4 ნუნუ გომეში (21), 9:5 ვებო (22), 10:5 იაშვილი (23), 11:5 იაშვილი (24), 11:6 ბერგერი (24)

საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებთან ერთად 'ა' ჯგუფიდან ნახევარფინალში თურქეთის ვეტერან ფეხბურთელთა გუნდი ითამაშებს. ჩვენს ნაკრებთან მარცხის შემდეგ თურქები ფიფას ლეგენდების გუნდს დაუპირისპირდნენ და 3:2 დაამარცხეს მეტოქე.

ფიფას ლეგენდები 2:3 თურქეთი

გოლები: 1:0 ოლიჩი (2), 1:1 თურქეთი (15), 1:2 კაბზე (22), 2:2 ვებო (23), 2:3 ჰასპოლატლი (24)

'ბ' ჯგუფში პირველი ადგილი უკრაინის, ესპანეთისა და უეფას გუნდებს შორის საუკეთესო შედეგი უკრაინელებმა დააფიქსირეს. მათ ორივე შეხვედრა დიდი ანგარიშით მოიგეს, 6 ქულა დააგროვეს და ჯგუფური ეტაპი გოლის გაუშვებლად დაასრულეს. ერთი გამარჯვებითა და ერთი მარცხით, მეორე ადგილი ესპანელებმა დაიკავეს და უკრაინასთან ერთად ნახევარფინალში იასპარეზებენ. 

ესპანეთი 0:5 უკრაინა

გოლები: 0:1 ციხმეისტრუკი (5), 0:2 დონეცი (8), 0:3 ნაგორნიაკი (16), 0:4 ნაგორნიაკი (16), 0:5 ნაგორნიაკი (24)

უკრაინა 6:0 უეფა

გოლები: 1:0 ნაზარენკო (1), 2:0 ნაზარენკო (8), 3:0 ნაგორნიაკი (9), 4:0 ციხმეისტრუკი (17), 5:0 ნაზარენკო (17), 6:0 ვორობეი (22)

უეფა 0:2 ესპანეთი

გოლები: 0:1 კატანია (16), 0:2 ხუან რომერო (23)

ზამთრის თასი 2019-ის ლეგენდების გათამაშება პლეი-ოფის შეხვედრებით გაგრძელდება. ნახევარფინალური შეხვედრები, სადაც საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდება, უკრაინა კი, თურქეთს, 18:00 საათიდან თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაიწყება.