სიახლეები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და საგანმანათლებლო ორგანიზაცია UK Bridge ითანამშრომლებენ

სფფ
გაუზიარე

15 იანვარს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ქართული ფეხბურთის მმართველ ორგანოსა და საგანმანათლებლო ორგანიზაცია UK Bridge-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები ქვეყანაში ფეხბურთის, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და განათლების დონის ამაღლების მიზნით, ერთობლივ ინიციატივებს დაგეგმავენ და განახორციელებენ.

თანამშრომლობის მთავარი მიზანია, მრავალფეროვანი საერთაშორისო სასწავლო პროგრამების შეთავაზების გზით, განათლებითა და სპორტით თანაბრად დაინტერესებულ ადამიანებს, მიეცეთ საშუალება განავითარონ ორივე მიმართულება საზღვარგარეთ.

აღნიშნული ინიციატივა უპრეცედენტოა და პირველია, როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ისე UK Bridge მხრიდან. 

2019 წელს UK Bridge მისთვის უპრეცედენტო მასშტაბის 50 %-იან ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს მოსწავლეებს, სკოლა - პანსიონ Ackworth  School - ში.

საბუთების მიღება 15 იანვარს დაიწყო, დამატებითი ინფორმაცია A LEVEL-ის სტიპენდიის შესახებ იხილეთ ბმულზე.

Ackworth School დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა - პანსიონია. მდებარეობს დიდი ბრიტანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, დასავლეთ იორკშაირში.  აღსანიშნავია, რომ მაღალი ხარისხის აკადემიური პროცესის გარდა, გამოირჩევა სპროტული პროგრამით. სკოლას აქვს ძლიერი ფეხბურთის აკადემია. საყურადღებოა, რომ სტიპენდია ფეხბურთის აკადემიაზეც ვრცელდება.

UK Bridge მუშაობს განათლების მაღალი ხარისხის დამკვიდრებაზე და არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო აქტიური, ნოვაციური და სანდო ორგანიზაცია საზღვარგარეთ განათლების მიღების სფეროში. ის 2008 წელს დაარსდა და მას შემდეგ 3500 ზე მეტი სტუდენტი განათავსა მსოფლიოს წამყვან სკოლებსა და უნივერსიტეტებში ევროპასა და აშშ-ში. UK Bridge ერთერთი პირველი ორგანიზაციაა, რომელმაც საქართველოში დაამკვიდრა განათლების საერთაშორისო გამოფენების ორგანიზება. გამოფენის დამსწრეებს საშუალება ეძლევათ პირადად შეხვდნენ ინსტიტუტების წარმომადგენლებს და მიიღონ მათთვის საინტერესო, ამომწურავი ინფორმაცია.