სიახლეები

განვითარების თასის მეორე ტური

ნაკრები U17
გაუზიარე

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მინსკში მიმდინარე "განვითარების თასზე" მეორე მატჩი ჩაატარა. პირველ ტურში ისლანდიასთან 3:0 მოგების შემდეგ, ჩვენი გუნდი ამჯერად 0:2 დამარცხდა ისრაელთან. მეტოქემ ორივე გოლი მეორე ტაიმში გაიტანა.

ჩვენს ჯგუფში ისლანდიამ 1:0 სძლია მოლდოვას და ამგვარად, ოთხივე გუნდმა 3-3 ქულა დააგროვა. მესამე ტურში 24 იანვარს საქართველოს 17-წლამდე ნაკრები მოლდოვას შეხვდება.

ისრაელთან ჩვენმა გუნდმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ხარატიშვილი, ერაძე, კოკაია, ხვადაგიანი, ტალახაძე, ბენდიანიშვილი, კვარაცხელია, აზაროვი, აბუაშვილი, ზურაბიანი, ტორონჯაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: მორჩილაძე, მამაცაშვილი, ოსიყმაშვილი, გაგნიძე, დევდარიანი.

სატურნირო ცხრილი:

 მინსკში მიმდინარე განვითარების თასის მეორე სათამაშო დღის მიმოხილვა: