სიახლეები

17-წლამდელები მესამე ადგილისთვის ითამაშებენ

ნაკრები U17
გაუზიარე

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მინსკში მიმდინარე "განვითარების თასზე" ნახევარფინალში ითამაშა და მასპინძელ ბელარუსთან 0:3 დამარცხდა. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, თუმცა შესვენების შემდეგ ბელარუსმა დაცვის შეცდომებით ისარგებლა, სანაცვლოდ კი, ჩვენმა გუნდმა 2-3 რეალური მომენტი ვერ გამოიყენა. ამგვარად, საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ტურნირის მესამე ადგილისთვის მატჩში ითამაშებს 28 იანვარს. მეტოქე სლოვაკეთსა და ისრაელს შორის გასამართ შეხვედრაში გაირკვევა.

ბელარუსთან მწვრთნელმა ასეთი შემადგენლობა ათამაშა: ხარატიშვილი, ხვადაგიანი, ერაძე, ლატარია, ოსიყმაშვილი, ტალახაძე, მორჩილაძე, მამაცაშვილი, ბენდიანიშვილი, აზაროვი, ტორონჯაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: კვარაცხელია, კოკაია, ზურაბიანი, აბუაშვილი, ფოცხვერია, დევდარიანი, გაგნიძე.