სიახლეები

17-წლამდელებმა მინსკის ტურნირი დაასრულეს

ნაკრები U17
გაუზიარე

ბელარუსის დედაქალაქში მიმდინარე 12-გუნდა "განვითარების თასი" საქართველოს 17-წალმდე ნაკრებმა მე-4 ადგილზე დაასრულა. ბოლო მატჩში ჩვენი გუნდი 0:2 დამარცხდა სლოვაკეთთან, რომელიც მესამე ადგილზე გავიდა.

უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ მეტოქემ გოლები მეორე ტაიმში, ორწუთიან მონაკვეთში გაიტანა.

ჩვენი ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო: კაპანაძე, ლატარია, კოკაია, ერაძე, დევდარიანი, ბენდიანიშვილი, მორჩილაძე, აზაროვი, აბუაშვილი, გაგნიძე, ზურაბიანი.

შეცვლაზე შევიდნენ: კვარაცხელია, გრიგალაშვილი, ტორონჯაძე, ტალახაძე.