სიახლეები

უეფას C ლიცენზიის მწვრთნელთა საგანმანათლებლო კურსის მორიგი გამოშვება

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის მომდევნო გამოშვების საგამოცდო პროცესი 7 თებერვალს დასრულდა, რომელიც როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტს მოიცავდა.

C ლიცენზიაზე 26 ლიცენზიის მაძიებელი სწავლობდა, მათ შორის 6 ფუტსალის წარმომადგენელი.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ფუტსალის ასოციაციის მოლაპარაკებებისა და შესაბამისი რეკომენდაციების საფუძველზე, ერთიანი საგანმანათლებლო მიდგომის ფარგლებში, c ლიცენზია ფუტსალის მწვრთნელთათვის სავალდებულო გახდა.

„წელს პირველად, საქართველოში სტარტს აიღებს ფუტსალის მწვრთნელთა უეფას B ლიცენზიის კურსები, რომლის მონაწილეთათვის სავალდებულოა საგანმანათლებლო პირველი საფეხურის - c ლიცენზიის გავლა. უეფასთან ამ საკითხთან დაკავშირებული აქტიური კონსულტაციები დასასრულს მიუახლოვდა და სწორედ მათთან თანამშრომლობით, გაზაფხულზე ფუტსალში მწვრთნელის სტატუსით ჩართულობის მსურველებს უნიკალურ შესაძლებლობას შევთავაზებთ,“- აღნიშნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურმა დირექტორმა ზაზა ზამთარაძემ.

უეფას სამწვრთნელო განათლების C ლიცენზიის მორიგი ეტაპი 2019 წლის 19 თებერვალს დაიწყება.