სიახლეები

15 თებერვალს, 12:00 საათზე, სასტუმრო ჰუალინგი რიგით 29-ე ყრილობას უმასპინძლებს

გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 29-ე საარჩევნო ყრილობა 15 თებერვალს, სასტუმრო ჰუალინგში ჩატარდება. 

რეგისტრაცია 11:00 საათიდან, ხოლო ყრილობის მუშაობა დღის 12:00 საათზე დაიწყება. 

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაციის ვადა 21 იანვარს ამოიწურა. რეგისტრირებულია მხოლოდ ერთი კანდიდატი - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, რომელიც კანდიდატად ორგანიზაციის 28 სუბიექტმა წარადგინა.

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: ღონისძიებაზე დასასწრები აკრედიტაციები გაიცემა ადგილზე, 11:00 საათიდან. გთხოვთ, პროცესის გამარტივების მიზნით, 14 თებერვლის ბოლომდე მოგვწეროთ სახელი, გვარი და მედია-ორგანიზაციის დასახელება ელექტრონულ მისამართზე : [email protected]