სიახლეები

18-წლამდელები ავსტრიას ეთამაშებიან

ნაკრები U18
გაუზიარე

საქართველოს 18-წლამდე ნაკრები ავსტრიაში გაემგზავრა, სადაც 5 და 7 მარტს ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს მასპინძელთა ნაკრებთან.

გიორგი მიქაძემ ავსტრიაში წასვლამდე გუნდი თბილისში შეკრიბა, საბოლოოდ კი 20-კაციანი შემადგენლობა შეარჩია:

მეკარეები: ლუკა ხარშილაძე (დინამო თბ), ავთო კაპანაძე (ჩიხურა);

მცველები: გიორგი მირზიკაშვილი (დინამო თბ), ლაშა კვარაცხელია (დინამო თბ), ლუკა ხორავა (საბურთალო), ზურაბ ერაძე (დინამო თბ), ნიკა კოკაია (გაგრა), საბა ჭინჭარაული (ბევერენი, ბელგია), ირაკლი იაკობიძე (დინამო თბ);

ნახევარმცველები: ანდრია დევდარიანი (ტორპედო), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბ), ნიკა ტალახაძე (საბურთალო), ნოდარ ლომინაძე (დინამო თბ), შალვა ოგბაიძე (მაგდებურგი, გერმანია), თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბ), ცოტნე ბენდიანიშვილი (კორტრაიკი, ბელგია);

თავდამსხმელები: გიორგი ომარაშვილი (ლოკომოტივი), გურამ ხვედელიძე (ტორინო, იტალია), მიხეილ ქოჩაკიძე (დინამო თბ), ლუკა ტორონჯაძე (გაგრა).