სიახლეები

აკრედიტაცია საქართველო - შვეიცარიის მატჩზე

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წლის პირველ შეხვედრას 23 მარტს, თბილისში გამართავს. საქართველოსა და შვეიცარიის საფეხბურთო დაპირისპირება ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ , 18:00 საათზე დაიწყება.

მატჩის აკრედიტაციის მიღების მსურველმა მედია ორგანიზაციებმა ისარგებლეთ შემდეგი ბმულით.

შენიშნა: ფაილის ასატვირთ ველში განათავსეთ აკრედიტაციის მოთხოვნის ოფიციალური წერილი თქვენი მედია- ორგანიზაციისგან. აკრედიტაციის მოთხოვნა შესაძლებელია 19 მარტის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისათვის, დაუკავშირდით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურს.