სიახლეები

19 მარტს რესპუბლიკაში კლუბების ლიცენზირებისა და ფინანსური ფეარ-პლეის საკითხებში სემინარი გაიმართება

სფფ
გაუზიარე

19 მარტს, 10:00 საათზე ღონისძიებების სივრცის - „რესპუბლიკის“ მთავარ დარბაზში, საქართველოში პირველად, კლუბების ლიცენზირებისა და ფინანსური ფეარ-პლეის საკითხებში სემინარი გაიმართება.

აღნიშნული შეხვედრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივითა და უეფას ორგანიზებით ტარდება. სემინარს უეფას კლუბების ლიცენზირების წარმომადგენლები ჩაატარებენ. ღონისძიებას ის აუდიტორული კომპანიებიც დაესწრებიან, რომლებიც კლუბების ლიცენზირების პროცესში არიან ჩართულნი.

სემინარში 12 ქართული კლუბი მონაწილეობას, კერძოდ შეხვედრას იმ საფეხბურთო კლუბების წარმომადგენლები დაესწრებიან, რომლებიც ამჟამად კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თამაშობენ, ან გასულ სეზონზე იყვნენ უძლიერესთა შორის. შეხვედრის ძირითადი თემები ევროპული საკლუბო ფეხბურთის მონაცემთა ანალიზი და ფინანსური ფეარ-პლეის საკითხებია.