სიახლეები

საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრები ელიტ-რაუნდზე გაემგზავრა

ქალთა ნაკრები
გაუზიარე

19 მარტს გამთენიისას საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრები უნგრეთში გაემგზავრა, სადაც უეფა-ს 2018-2019 წლების ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ნაკრები აღნიშნული რანგის ტურნირში, საქართველოს ქალთა ფეხბურთის ისტორიაში პირველად იასპარეზებს. საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრების  ჯგუფში ინგლისის, უნგრეთისა და საბერძნეთის ნაკრებები ითამაშებენ.

ელიტ-რაუნდის პირველ შეხვედრას საქართველოს 17-წლამდე ნაკრები, უნგრეთის ქალაქ  დიორში, 21 მარტს თბილისის დროით 17:30 წუთზე ინგლისის 17-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ გამარათავს.

17-წლამდე ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან ბაჯელიძემ ელიტ-რაუნდში საასპარეზოდ 18 ფეხბურთელი დაასახელა: 

მეკარეები: სვეტლანა გაბელაია (ქსკ „ნიკე“, თბილისი), ლანა მჟავია (ქსკ „ლანჩხუთი“);

მცველები: ნუცა გურიელიძე (ქსკ „ნორჩი დინამო“, თბილისი), ელენე რაუხი (ქსკ „თბილისის თბილისი“), ქეთევან ცაავა (ქსკ „მართვე“, ქუთაისი), ანა აკობიძე (ქსკ „ნიკე“, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი (ქსკ „ნიკე“, თბილისი), ანა ძაძუა (ქსკ „თბილისის თბილისი“);

ნახევარმცველები: ნათია დანელია (ქსკ „ნიკე“, თბილისი),  მაიკო ბებია (ქსკ „ნიკე“, თბილისი),  ანა წულაია (ქსკ „კოლხეთი“, ხობი), მეგი გოცირიძე (ქსკ „თბლისის თბილისი“), ანასტასია ბოლქვაძე (ქსკ „ნიკე“, თბილისი), მეგი ეჯიბია (ქსკ „ნიკე, თბილისი),  ელენე კახნიაშვილი (ქსკ „ნორჩი დინამო“);

თავდამსხმელები: ნათელა წოწერია (ქსკ „ლანჩხუთი“), ლიზი მწყერაშვილი (ქსკ „ნიკე“, თბილისი),  მარიამ რომანჩუკი (ქსკ „ლანჩხუთი“).

ელიტრაუნდისთვის მოსამზადებელ პერიოდში ქართველმა ფეხბურთელებმა ორი შეკრება გამართეს და საერთო ჯამში 4 ამხანაგური შეხვედრა ჩაატარეს.  აქედან მინსკში, ბელარუსის 17-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ ორივე მატჩი მოიგეს 1-2 და 0-1. შემდეგ კი, თბილისში სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ აზერბაიჯანის 17-წლამდე ქალთა ნაკრებს დაუპირისპირდნენ ორ შეხვედრაში და მათგან ერთი ფრედ, 0-0 ითამაშეს, ხოლო მეორე შეხვედრა 2-0 მოიგეს.

ელიტ-რაუნდზე საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრების თამაშების განრიგი:

21/03/19 ინგლისი - საქართველო 17:30
24/03/19 საბერძნეთი - საქართველო 19:15
27/03/19 საქართველო - უნგრეთი 18:00