სიახლეები

16-წლამდელები განვითარების თასზე

ნაკრები U16
გაუზიარე

22-26 მარტს მაკედონიაში უეფას განვითარების თასი ჩატარდება 16-წლამდე ნაკრებებს შორის, რომელშიც საქართველოს ასაკობრივი გუნდიც მიიღებს მონაწილეობას.

მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჩიტაურმა გუნდი თბილისში შეკრიბა და ტურნირზე წასაყვანი 20-კაციანი შემადგენლობაც შეარჩია:

მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (სფფ აკადემია), ნიკოლოზ შურღაია (დინამო თბ);

მცველები: ბაქარ აბჟანდაძე (სფფ აკადემია), სანდრო ტატიშვილი (ლოკომოტივი), გიორგი ამბროსიძე (საბურთალო), საბა ხვადაგიანი (დინამო თბ), გიორგი გრიგალაშვილი (სფფ აკადემია), გიორგი ჩხეტიანი (დინამო თბ), ირაკლი კვაშილავა (საბურთალო);

ნახევარმცველები: გიორგი გვიშიანი (საბურთალო), გიორგი აბუაშვილი (დინამო თბ), ლუკა გაგნიძე (დინამო თბ), გიზო მამაგეიშვილი (სფფ აკადემია), ოთარ მამაგეიშვილი (სფფ აკადემია), ლაშა ონიანი (სფფ აკადემია), თეიმურაზ ვაზაგაშვილი (უოტფორდი, ინგლისი), ზურაბ ზოსიაშვილი (სფფ აკადემია), ზაურ სიჭინავა (დინამო თბ);

თავდამსხმელები: ჯადული იობაშვილი (დინამო თბ), ვაკო ღონღაძე (საბურთალო).

საქართველოს 16-წლამდე ნაკრები განვითარების თასის პირველ მატჩს 22 მარტს აზერბაიჯანის წინააღმდეგ გამართავს, 24 მარტს მასპინძელ მაკედონიას დაუპირისპირდება, ხოლო 26 მარტს - საუდის არაბეთს.