სიახლეები

საქართველოს ეროვნული ნაკრები ირლანდიაში პირველ ვარჯიშს გამართავს

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას დუბლინში გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი, ირლანდიის დედაქალაქში 24 მარტს, ჩარტერული რეისით გაემგზავრა. ეროვნული ნაკრები დუბლინში 23 ფეხბურთელთან ერთად ჩაფრინდა. ტრავმის გამო, ნაკრებს ჯანო ანანიძე და ჯიმი ტაბიძე ვერ დაეხმარებიან.

საქართველოს ნაკრები ირლანდიაში პირველ ვარჯიშს დღეს, თბილისის დროით 23 საათზე (ადგილობრივი დროით 19:00), კარლაილის მოედანზე გამართავს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ირლანდიის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი, გერმანია), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), თორნიკე ოქრიაშვილი

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

უეფას 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრა ირლანდიისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის 26 მარტს, ავივას სტადიონზე შედგება. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.