სიახლეები

7x7-ზე ფეხბურთის სამოყვარული ჩემპიონატი დაიწყო

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

7 მაისს, თბილისში, მზიურის სტადიონზე , 7x7-ზე ფეხბურთის სამოყვარული ჩემპიონატი დაიწყო.

მასტერ ლიგის გათამაშების პირველ დღეს ორი შეხვედრა ჩატარდა. ტურნირის დაწყებამდე, დამსწრე საზოგადოებას დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მიმართა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაზე ისაუბრა. ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა თბილისის მერიის გუნდის შემადგენლობაში ითამაშა და შეხვედრა კრწანისის გუნდის წინააღმდეგ ფრედ  3:3 დასრულდა. 

თბილისი მერია - კრწანისი 3:3

თბილისის მერია: ლობჟანიძე, ჩხაიძე, კვარაცხელია, თოფურია, იდოუ, დემეტრაძე, ზარნაძე, ჯანელიძე, ტეტუნაშვილი, ცერცვაძე, კალაძე.

კრწანისი: კვიციანი, ცნობილაძე, ინჯგია, მაზიაშვილი, ღურბელეიშვილი, დარჩია, საბაშვილი, გუჩუა, კერესელიძე, ჯაფარიძე, კანდელაკი.

გოლები: კალაძე, დემეტრაძე, ტეტუნაშვილი / ინჯგია, ჯაფარიძე (2)

დღის მეორე შეხვედრა გრასრუტსა და თი-ბი-სი ბანკს შორის შედგა. გრასრუტი,რომელიც ძირითადად ვეტერანი ფეხბურთელებითა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებით დაკომპლექტდა, მეტოქე 10:2 დაამარცხა. შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ალექსანდრე იაშვილი იყო. ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა და ეროვნული ნაკრების ყოფილმა წევრმა ოთხი გოლი გაიტანა.

გრასრუტი - თი-ბი-სი 10:2

თი-ბი-სი: გერაძე, ივანიძე, სორდია, ენუქიძე, ლობჟანიძე, ანდღულაძე, მეძველია, ღვინიაშვილი

გრასრუტი: ლომაია, ამისულაშვილი, ხიზანიშვილი, ფოფხაძე, გოცირიძე, ბერიშვილი, იაშვილი, სირაძე, მუჯირი, კობიაშვილი.

გოლები: სორდია, ანდღულაძე / იაშვილი (4), ამისულაშვილი (2), მუჯირი, ხიზანიშვილი, სირაძე, ბერიშვილი 

თბილისის პარალელურად, 7x7 ფეხბურთის ასოციაციის პროექტებში ქვეყნის 11 რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი ჩაერთო. გუნდების რაოდენობა 212 შეადგენს.

7x7 ფეხბურთის ასოციაციის აღნიშნული პროექტი - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.