სიახლეები

17-წლამდელებმა შვეიცარია დაასრულეს

ნაკრები U17
გაუზიარე

დასრულდა საქართველოს 17-წლამდე ნაკრების შეკრება, რომლის ფარგლებშიც გიორგი ჩიტაურის გუნდმა ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა სტუმრად შვეიცარიასთან.

დღევანდელ შეხვედრაში მთავარმა მწვრთნელმა შეცვლილი შემადგენლობით ითამაშა. თავიდან მასპინძლები დაწინაურდნენ, რასაც გვიშიანის ლამაზი თავური მოჰყვა - 1:1. მეორე ტაიმში გვიშიანი მსაჯმა მეორე ყვითლით გააძევა და შვეიცარიელებმაც დარჩენილ დროში შეძლეს მეორე გოლის გატანა.

ასათიანი, ამბროსიძე, ხვადაგიანი, ქავთარაძე, ჩხეტიანი, ო. მამაგეიშვილი, ვაზაგაშვილი, გაგნიძე, გვიშიანი, აბუაშვილი, გ. მამაგეიშვილი.

შეცვლაზე შევიდნენ: მეხტიევი, სალუქვაძე, აბჟანდაძე, უგრეხელიძე, ზოსიაშვილი, ტატიშვილი.