სიახლეები

ქალთა ლიგის გათამაშებაში ლიდერები არც მეექვსე ტურის შემდეგ შეცვლილან

ჩემპიონატის სიახლეები
გაუზიარე
  • 11 გატანილი გოლით ბომბარდირთა სიას „ნიკეს“ მოთამაშე-მწვრთნელი ნინო პასიკაშვილი ლიდერობს
  • ქალთა ლიგი მეორე შეხვედრა ჩაატარა და კვლავ 4 გოლი გაიტანა ნინო სუთიძემ
  • ლანჩხუთელი თამრიკო სალუქვაძე ჰეთ-თრიქის ავტორია

ქალთა ლიგის მე-6 ტურის ყველა შეხვედრა პარასკევს 17 მაისს გაიმართა. ტურის ცენტრალური მატჩი თბილისში, სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ჩატარდა. გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი და ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „ნიკე“, საქართველოს ორგზის ჩემპიონს, ქუთაისის „მართვეს“ დაუპირისპირდა.

თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ქალთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, „ნიკე“ რომელსაც ქვეყნის ჩემპიონატში დებიუტი 2018 წელს ჰქონდა, დღეისათვის, სხვა გუნდებზე მეტად დაბალანსებულია გამოცდილი და საერთაშორისო თამაშების პრაქტიკის მქონე ფეხბურთელებით.  „მართვე“ კი, რომელიც ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს 2-ჯერ ფლობდა, მიმდინარე გათამაშებაში ოდნავ შესუსტებულია. მიუხედავად ამისა, გუნდი მე-6 ტურამდე მე-3 საფეხურზე იყო და „ნიკესთან“ გამარჯვების შემთხვევაში, სატურნირო ცხრილში მას უთანაბრდებოდა.

ამ წინაპირობის გათვალისწინებით „ნიკესა“ და „მართვეს“ შეხვედრა, ფრხილად დაიწყო და სათამაშო უპირატესობის მოსაპოვებლად, მიუხედავად იმისა, რომ თბილისელთა მოთამაშე-მწვრთნელმა ნინო პასიკაშვილმა გოლი შეხვედრის დაწყებიდან 7 წუთში გაიტანა, „ნიკეს“ 27 წუთი დასჭირდა. 27-ე წუთზე ლიზი მწყერაშვილმა მასპინძლები კიდევ ერთი გოლით დაწინაურა. 41-ე წუთისთვის კი, ნინო სუთიძის დუბლის შემდეგ, „ნიკე“ 4-0 იგებდა და ალბათ, ეს ტაიმი ასეც დასრულდებოდა, რომ არა ქუთაისელთა აქტიურობა, რომელსაც შედეგად „ნიკეს“ კარში ავტოგოლი მოჰყვა. მეორე ტაიმში, „ნიკე“ სრულად დაეუფლა უპირატესობას. მოქმედ ჩემპიონს, ამაში გრძელი სკამიც დაეხმარა. თუმცა, სწორედ, ამ შეხვედრაში „ნიკეს“ მთავარმა მწვრთნელმა გივი კვარაცხელიამ, სხვა თამაშებთან შედარებით, ყველაზე ნაკლები ცვლილება განახორციელა.  მეორე ტაიმში „ნიკემ“ კიდევ 5 გოლი გაიტანა. აქედან, ნინო სუთიძის ანგარიშზე 2 გოლი მოდის. ქუთათურთაგან კი, მარიამ კომლაძის კარის აღება,  მხოლოდ თამთა შენგელიამ მოახერხა. „ნიკემ“, 9-2 მოიგო და კვლავ, გათამაშების ლიდერია 18 ქულით.

18 ქულა დააგროვა 6 ტურის შემდეგ „ლანჩხუთმაც“. გურულებმა, რომლებიც ქალთა ლიგის 2019 წლის გათამაშებაზე უდანაკარგოდ მიდიან, ამჯერად, „დინამო ბათუმი“ დაამარცხეს. ამ წყვილში, ფავორიტი „ლანჩხუთი“ იყო. ანგარიში კი, მე-3 წუთზე, სტუმრების ავტოგოლით გაიხსნა. კიდევ 3 წუთში ლანჩხუთელთა ერთ-ერთმა გოლეადორმა თამრიკო სალუქვაძემ მორიგო გოლი გაიტანა და „ლანჩხუთი“ 2-0 დააწინაურა. ამ შეხვედრაში, სალუქვაძემ კიდევ 2 გოლი გაიტანა და საერთო ჯამში, 9 გატანილი გოლით, ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. „ლანჩხუთმა“ კი, „დინამო ბათუმი“ 6-0 დაამარცხა.

6 უპასუხო გოლი გავიდა მეექვსე ტურის კიდევ ერთ შეხვედრაში. ადიგენში, ანგარიშით 0-6 ადგილობრივი „ზარზმა“, „ნორჩმა დინამომ“ დაამარცხა. პირველი გოლი ნადეჟდა ნაკვეთაურმა პირველივე წუთზე გაიტანა და თბილისელები დააწინაურა. ქალთა ლიგის გათამაშების დებიუტანტი „ზარზმა“ ვერ გაუმკლავდა ნორჩდინამოელთა შეტევებს და პირველივე ტაიმში, ფაქტობრივად, მატჩის ბედიც გადაწყდა. თბილისელებმა პირველი ტაიმი 0-4 მოიგეს და დარჩენილ 45 წუთში, თამაში ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს.  ნორჩდინამოელთაგან 2-2 გოლი ნადეჟდა ნაკვეთაურმა და მარიამ მოდრაკელიძემ გაიტანეს.

ამ ტურის კიდევ 2 შეხვედრაში „ივერიამ“ სახლში „სამეგრელი“ 2-1 დაამარცხა. 0-2 დასრულდა შეხვედრა გორში, სადაც „კოლხეთმა“ ადგილობრივ „გორი იუნაიტეს“ სძლია.

ქალთა ლიგის გათამაშების მე-7 ტური 25 მაისს გაიმართება.

ქალთა ლიგა, 1 წრე, 6 ტური

ქსკ ივერია  - ქსკ სამეგრელო 2-1 (0-0)

ხაშური, „ცხრამუხას ცენტრალური სტადიონი“ , 16:00

ქსკ ივერია: ნინო კურტანიძე, ნინო ავეტისოვი, მარიამ მეტრეველი, მარიამ დოიჯაშვილი (88’), ელენე ენჯიბაძე, ნინო ხარაზიშვილი, ნატო მაზიაშვილი, ლალი გორგაძე, ნინო ბუხსიკიძე, ირმა ლომიძე, მარიამ გელაშვილი.

შეცვლა: 88’ სალომე გამყრელიძე

მთავარი მწვრთელი: თემურ კობერიძე

ქსკ სამეგრელო:  ლიკა მარკოიძე, სოფო კვარაცხელია, ევლინა მანჯგალაძე, ანი გაბედავა, ნანა ბიგვავა, გვანცა პაპასკირი, მარინე კახიძე, ანა კირვალიძე, თამარ მოდებაძე, სალომე ლაგვილავა, ნინო ჩანგელია

მთავარი მწვრთელი: ბადრი თოდუა

გოლები:  63’ ირმა ლომიძე, 75’ ნინო ხარაზიშვილი, 77’ ანა კირვალიძე

გაფრთხილება: 82’ / 83’ ანი გაბედავა

გაძევება:  83’ ანი გაბედავა

მსაჯები: ხათუნა მაისურაძე (გუდაუთა),  მანუჩარ ჭკადუა (ზუგდიდი), მზევინარ  შარაშანძე (ოზურგეთი)

ქსკ  ზარზმა  -  ქსკ ნორჩი დინამო 0-6 (0-4)

ადიგენის ცენტრალური სტადიონი,  16:00

ქსკ ზარზმა: ეკა თაბაგარი, თინათინ ბლუაშვილი (55’), ნათია კურტანიძე (55’), ქეთევან ხარაიშვილი, ბილა ზაზაძე (57’), ანი კვახაჯელიძე (67’), ნილა ბლუაშვილი, მარიამ ტყემალაძე, მარიამ ოთანაძე, ლიკა ხუნაშვილი (46’), მარიამ კაკალაშვილი (64’)

შეცვლები: 46’ ანა ბებნაძე, 55’ -  როზა ოთანაძე, სოფიკო დევნოსაძე, 57’ ნინო აბულაძე,  64’ ქეთევან ასპანიძე, 67’ თამარ ტაბატაძე

მთავარი მწვრთელი: ოთარ მაისურაძე

ქსკ ნორჩი დინამო: მარიამ როსტიაშვილი, ნადეჟდა ნაკვეთაური (83’), ნინო ჭუჭულაშვილი (46’), ეკატერინე ხარაიშვილი (80’), ანი ძაძუა (67’), ელენე კახნიაშვილი (75’), სალომე ანთაძე, ელენე რაუხი, მეგი გოცირიძე, (67’), ნინო გურიელიძე, მარი ბეგიაშვილი (70’)

შეცვლა: 46’ მარიამ მოდრეკილაძე,  67’ სოფიო ოსიაშვილი,  70’ მარინა გასუმოვა,  75’ თეა მეტრეველი,  80’ ლიზი გომელაური,  83’ ნინო ჯგუშია

მთავარი მწვრთელი: ლავრენტი დავითაშვილი

გოლები:  1’ / 20’ ნადეჟდა ნაკვეთაური, 40’ ბილა ზაზაძე (ავტოგოლი), 45’ ნინო ჭუჭულაშვილი, 58’ / 79’ მარიამ მოდრაკელიძე

მსაჯები: კობა რევაზიშვილი (გორი), ზურაბ ასკაროღლი, ლევან ვაშაკიძე (ორივე ქარელი)

ქსკ ლანჩხუთი - ქსკ დინამო ბათუმი 6-0 (3-0)

ლანჩხუთი, თ. ჩახვაძის სტადიონი, 17:00

ქსკ ლანჩხუთი:  ლანა მჟავია (46’), ნინო გუჯაბიძე, ნინო ჩხარტიშვილი, ია ალელიშვილი (87’), თამუნა თავდიშვილი (46’), თამრიკო სალუქვაძე, მარიამ დანელია (75’), მარიამ რომანჩუკი (87’), ნათელა წოწერია, მარიამ კალანდაძე, თეონა თოდაძე

შეცვლა: 46’ -  თათია გაბუნია,  სალომე გასვიანი, 75’ მარიამ გოგეშვილი,  87’  - სალომე სანიკიძე, ანა გობრონიძე

მთავარი მწვრთელი: რევაზ კუკულაზე

ქსკ დინამო  ბათუმი: ვერონიკა გაროჟანკინა (73’), ანა ჯიბლაძე, თამრიკო ყურაშვილი, დარინა ანთაძე, ლინდა ანთაძე, ნათია თავართქილაძე (64’), ლიზი დიასამიძე, მარიამ ართმელიძე, თათია შაინიძე, ლიკა აბაშიძე, გვანცა დოლიძე

შეცვლა: 64’ ხატია აბაშიძე,  73’ ნანა ძნელაძე,

მთავარი მწვრთელი: ბაჩანა აბაშიძე

გოლები:  3’ დარინა ანთაძე (ავტოგოლი), 6’/30’/56’ თამრიკო სალუქვაძე, 58’ ნონო ჩხარტიშვილი, 78’ მარიამ რომანჩუკი

გაფრთხილება: 57’ თამრიკო ყურაშვილი

მსაჯები:  ირაკლი შენგელია (სამტრედია), ფელიქს ჭაავა, გიორგი ქირია (ორივე ზუგდიდი)

ქსკ გორი იუნაიტედი - ქსკ კოლხეთი 0-2 (0-0)

გორი, პარკი არენა „გორი“,  16:00

ქსკ გორი იუნაიტედი: ინგა გასიევა, ნინო ჯანეზაშვილი, ნატო კევლიშვილი, ნინო ფერაძე (46’), თამარ ახობაძე, თამარ ბუდედაშვილი, იზოლდა ბეთლემიშვილი, სალომე ხუბულური, მარიამ კილასონიძე, ეთერ სულაშვილი, მარი მელაძე

შეცვლა: 46’ თეონა ნებიერიძე

მთავარი მწვრთელი: ოიებადე ილუმოივა ოკეოვო

ქსკ კოლხეთი: ანი ლომსაძე, მანონი საღარაძე, თამარ სვანიძე, მარიამ ვაშაკიძე, თამთა კემულარია, თათია ჟიშქარიანი, სალომე თოდუა, ანა წულაია,  ნატა კვირკვაია, მარიამ გოროზია (88’), მანანა ვაშაკიძე (78’)

შეცვლა: 78’ ლანა ჯიქია,  88’ მარიამ გაგუა

მთავარი მწვრთელი: ზურაბ ლატარია

გოლები: 48’ ანა წულაია, 88’ მანონი საღარაძე

მსაჯები: გურამ მაჩიტაძე (ბაღდათი), ქეთევან გაიპარაშვილი (თელავი), რუსუდან კეკიშვილი (თბილისი)

ქსკ ნიკე - ქსკ მართვე 9-2 (4-1)

თბილისი, სფფ-ს ტექნიკური ცენტრი „ბასა“, 18:00

ქსკ ნიკე: მარიამ კომლაძე, ნინო პასიკაშვილი, ნინო სუთიძე, ლალო ბაბაიანი, გვანცა ქადაგიშვილი (85’), ლიზი მწყერაშვილი (56’), მაიკო ბებია (82’), სოფიკო ნარსია (63’), მეგი ეჯიბია, ანა ჯოჯუა, ნათია დანელია

შეცვლა: 56’ ანასტასია ბოლქვაძე,  63’ ამალია ხანდაზიანი, 82’ მარიამ ფეროიანი,   85’ ზეინაბ ქარუნი

მთავარი მწვრთელი: გივი კვარაცხელია

ქსკ მართვე: ვარდო ცაგურია, თეონა სტურუა, მარიამ შონია, მარიამ ჟორჟოლიანი, მადონა შალამბერიძე (50’),  მარიამ ხარგელია,  ლანა გორგაძე, ანა სინატაშვილი, ქეთევან ცაავა, ანა ჯანელიძე, თამთა შენგელია

შეცვლა: 50’ თეონა თაბუკაშვილი (71’), 71’ ეკატერინე ჩირგაძე

მთავარი მწვრთელი: პაატა დოგრაშვილი

გოლები:  7’ ნინო პასიკაშვილი, 27’ ლიზი მწყერაშვილი, 35’/ 41’/ 56’/ 87’ ნინო სუთიძე, 45’ ანა ჯოჯუა, 58’ თამთა შენგელია,  75’ ამალია ხანდაზიანი, 78’ მაიკო ბებია, 89’ ნათია დანელია

გაფრთხილება: 40’ ნინო პასიკაშვილი, 42’ თამთა შენგელია,  51’ ქეთევან ცაავა, 53’ ანა ჯანელიძე,  77’ ლიზი მწყერაშვილი,

მსაჯები: დავით ფიფია (გალი), სანდრო ელიკაშვილი, კახა კახაბერი (ორივე გურჯაანი)