სიახლეები

თბილისის 'თბილისის' ღია ვარჯიში

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

23 მაისს, მზიურის სტადიონზე, ამპუტანტ ფეხბურთელთა კლუბმა "თბილისმა" ღია ვარჯიში გამართა. ვარჯიშის დაწყებამდე თბილისურ გუნდს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი და ვიცე პრეზიდენტი ნიკა ჯღარკავა შეხვდნენ. ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა, თბილისში დაგეგმილ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე  სპორტსმენებს წარმატება უსურვეს.

თამაზ შამუგიას გუნდი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებისთვის უკვე ერთი კვირაა სრული დატვირთვით ემზადება. სატურნირო განაცხადში 13 ფეხბურთელია. 

ამპუტანტ ფეხბურთელთა კლუბ "თბილისის" შემადგენლობა:

დათო ჩადუნელი, გიორგი უჩავა, მამუკა სამხარაძე, მამუკა გელაშვილი, ვასილ ჩაჩანიძე, ზვიად დუმბაძე, ერნესტ შატვეროვი, ვასილ მუმლაძე, ანატოლი ორობინსკი, რუსლან შაუმიანი, დავით ბაბუციძე, გიორგი მეგრელიშვილი, იოსებ გოგიტიძე.

ჩემპიონთა ლიგის პირველი გათამაშება, ევროპის ამპუტანტ ფეხბურთელთა ფედერაციის ორგანიზებით და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით ტარდება. მატჩები 25-26 მაისს თბილისის დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართება. საუკეთესოს ტიტულისთვის ექვსი კლუბი იბრძოლებს. პირველი გათამაშების მონაწილე გუნდები: თბილისი (საქართველო), ევერტონი (დიდი ბრიტანეთი), კორკ სიტი (ირლანდია), ლეგია ვარშავა (პოლონეთი), ორტოტეკ გაზილერი (თურქეთი), დინამო ალტაი (რუსეთი). მატჩებზე დასწრება თავისუფალია.

მედიის საყურადღებოდ: ტურნირზე დასასწრები აკრედიტაციების მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდეთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურს.