სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების ფუტსალის ბ ლიცენზიის სასწავლო კურსი იწყება

ფუტსალი
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა პროფესიული განათლებისა და განვითარების განყოფილების ორგანიზებით "დავით პეტრიაშვილი არენაზე" უეფას მწვრთნელთა განათლების ფუტსალის ბ ლიცენზიის კურსი გაიმართება. აღნიშნული სასწავლო პროგრამა საქართველოში პირველად ჩატარდება და ის 6 მოდულს მოიცავს.

სასწავლო კურსის პირველი მოდული 28, 29 და 30 მაისს ჩატარდება და მასში ამ ეტაპზე 12 ლიცენზიის მაძიებელი ჩაერთვება. ლიცენზირების პროგრამას უეფა-ს ფუტსალის ექსპერტი მიჩო მარტიჩი გაუძღვება, ტუტორები კი, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ავთანდილ ასათიანი და მისი თანაშემწეები, არჩილ ბოკერია და ბესო არველაძე იქნებიან.

უეფას მწვრთნელთა განათლების ფუტსალის ბ ლიცენზიის სასწავლო კურსის მონაწილეები:

ნიკოლოზ ჩალაძე, ალექსანდრე ძაბირაძე, როსტევან ფარცვანია, შოთა თოფურია, შოთა ჭანუყვაძე, დავით ბობოხიძე, დიმიტრი მაყიშვილი, ალექსანდრე ჯამბურია, კახაბერ მაისაია, ბაჩანა აბაშიძე, რეზო დევდარიანი, ბესარიონ ზოიძე.