სიახლეები

ეროვნული ნაკრების მზადების მეორე დღე

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას არასრული შემადგენლობით განაგრძობს. ვლადიმის ვაისის ხელმძღვანელობით, 2 ივნისს, სავარჯიშო პროცესში 19 ფეხბურთელი იყო ჩართული. ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე სოლომონ კვერკველია სამწვრთნელო შტაბის მეთვალყურეობის ქვეშ კვლავ ინდივიდუალურად ვარჯიშობს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დღევანდელ ვარჯიშზე:

მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი) , გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი) ლაშა დვალი(ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი),

თავდამსხმელები: ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი)

გიბრალტართან და დანიასთან მატჩებისთვის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული კიდევ ექვსი ფეხბურთელი გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), გიორგი პაპუნაშვილი ( სარაგოსა, ესპანეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია) გუნდს უახლოეს ორ დღეში შეუერთდება.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი

D ჯგუფი

7 ივნისი - მესამე ტური


20:00 საქართველო - გიბრალტარი
22:45 დანია-ირლანდია

10 ივნისი - მეოთხე ტური

22:45 დანია-საქართველო
22:45 ირლანდია-გიბრალტარი