სიახლეები

საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტური: საქართველო - გიბრალტარი

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისსა და კოპენჰაგენში დაგეგმილი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებისთვის  25 ფეხბურთელით ემზადება. შემადგენლობაში მყოფი ოთხი ფეხბურთელი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს. მათ შორის სოლომონ კვერკველია, გიორგი ნავალოვსკი, გიორგი პაპუნაშვილი და ლევან მჭედლიძე.

4 ივნისს, ს.კ.ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე, საწვრთნელ პროცესში 21 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გიორგი აბურჯანია თბილისში დღეს საღამოს ჩამოვიდა და გუნდთან ერთად 5 ივნისიდან ივარჯიშებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი) , გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი) ლაშა დვალი(ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), გიორგი პაპუნაშვილი ( სარაგოსა, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი)

თავდამსხმელები: ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი)

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ!

აკრედიტაციების მიღება
5 ივნისს, 14:00-დან (საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში) 
6 ივნისს, 9:30-დან (დინამო არენაზე)

6 ივნისის განრიგი
10:00 გიბრალტარის ნაკრების ვარჯიში (დინამო არენა)
12:15 გიბრალტარის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია (დინამო არენა)
13:00 საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია (დინამო არენა)
18:00 საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიში (ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზა)

ყურადღება: ვარჯიშების გადაღება შესაძლებელია საწყისი 15 წუთის განმავლობაში

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით პრესსამსახურს.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი:

D ჯგუფი

7 ივნისი - მესამე ტური


20:00 საქართველო - გიბრალტარი
22:45 დანია-ირლანდია

10 ივნისი - მეოთხე ტური

22:45 დანია-საქართველო
22:45 ირლანდია-გიბრალტარი