სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის კურსის მეცხრე მოდული

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის კურსის მეცხრე მოდულის ფარგლებში კურსის მონაწილე მწვრთნელები უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის გადამწვყეტ მატჩებს დაესწრებიან.

26 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით სასწავლო კურსის მონაწილე მწვრთნელები იტალიაში მიმდინარე კონტინენტის პირველობის ნახევარფინალურ და ფინალურ შეხვედრებს დაესწრებიან. ლიცენზიის მაძიებლები ადგილზე გაეცნობიან თანამედროვე საფეხბურთო ტენდეციებს და ზემო აღნიშნულ მატჩებზე ტექნიკურ-ტაქტიკურ ანალიზს მოამზადებენ.

ამ ეტაპზე უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის კურსზე 20 მწვრთნელი ირიცხება. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში საფეხბურთო სპეციალისტებს უმაღლესი კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზია გადაეცემათ.