სიახლეები

ეროვნული კატეგორიის C ლიცენზიის მქონე მწვრთნელთა გადამზადების პროცესი გრძელდება

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, აჭარისა და გურიის რეგიონული ფედერაციების ჩართულობით ბათუმში ეროვნული კატეგორიის C ლიცენზიის მქონე მწვრთნელთა გადამზადების კურსები გაიმართა.

ორდღიანი სწავლება, როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ ნაწილს მოიცავდა და მასში მონაწილეობა აჭარასა და გურიაში მომუშავე 42-მა ეროვნული კატეგორიის C ლიცენზიის მქონე მწვრთნელმა მიიღო, მათ შორის ოთხმა გოგონამ. გადამზადების შედეგად თითოეული მათგანი უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიას მიიღებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, რეგიონული ფედერაციების ჩართულობით ეროვნული კატეგორიის С ლიცენზიის მქონე მწვრთნელების გადამზადების პროცესს აგრძელებს და ამ პროექტის ფარგლებში მიმდინარე წლის ბოლომდე მწვრთნელები მთელი ქვეყნის მასშტაბით გადამზადდებიან.

შეგახსენებთ, რომ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერის შედეგად მწვრთნელებისათვის ზემოთ ხსენებული კურსი სრულიად უფასოა.