სიახლეები

ნიკეს 12-მატჩიანი წაუგებელი სერია და ქულების მაქსიმალური რაოდენობა

ჩემპიონატების სიახლეები
გაუზიარე
  • მე-12 ტურის შემდეგ, ბომბარდირთა დავას სათავეში ლანჩხუთელი თამრიკო სალუქვაძე ჩაუდგა - 23 გატანილი გოლით
  • ქალთა ლიგაში დებიუტი ჰქონდა საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს ხატია ჭყონიას
  • 12 ტურის შემდეგ „ნიკე“ დაუმარცხებელია

პირველ წრეში განცდილი მარცხის გამო ქუთაისის „მართვემ“ მე-12 ტურში სრული რევანში აიღო.  მიუხედავად იმისა, რომ „მართვეს“ რიგებში ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელია, ხობის „კოლხეთი“ კი, ეროვნული ნაკრების მოთამაშით, ანა პოღოსიანით გაძლიერდა, მეგრულმა გუნდმა, „ტორპედოს“ ბაზაზე, ქუთაისელი ქალების დაძლევა ვერ მოახერხა. შეხვედრა საქართველოს ორგზის ჩემპიონის კარნახით წარიმართა. „მართვე“, უკვე პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიშით 3-0 იგებდა. ქუთაისელთაგან, ამ დღეს დუბლი ორმა ფეხბურთელმა, ანა სინატაშვილმა და თეონა სტურუამ გააკეთეს. მორიგი გოლი მიიწერა სათვალავში თამთა შენგელიამაც. „მართვემ“ კი, 5-0 გაიმარჯვა.

„სამეგრელოსთან“ მატჩში, „ლანჩხუთის“ შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს ხატია ჭყონიას, რომელმაც ქალთა ლიგაზე თავისი პირველი თამაში დუბლით აღნიშნა. ამ შეხვედრაში, 5 გოლი გაიტანა თამრიკო სალუქვაძემ. ახლა, ლანჩხუთელს 23 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში 2 გოლით უსწრებს ნინო პასიკაშვილს.

ნინო პასიკაშვილმა კი, ამ ტურში 3 გოლი გაიტანა. მისმა „ნიკემ“, „გორი იუნაიტედი“ 7-0 დაამარცხა. თუმცა, სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“, შეხვედრის პირველი ნახევარი ფრედ, 0-0 დასრულდა. პირველი გოლი, მიუხედავად იმისა, რომ „ნიკე“ მთელი თამაშის მანძილზე უტევდა, მხოლოდ 56-ე წუთზე გავიდა. შეხვედრა კი, „ნიკემ“ 7-0 მოიგო და მორიგი 3 ქულა ჩაიწერა. ახლა, სატურნირო ცხრილში, თბილისელებს 36 ქულა აქვთ და ქალთა ლიგის გათამაშებას წაუგებლად, 12-მატჩიანი სერიით აგრძელებენ.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გადაწყდა ბათუმის „დინამოსა“ და „ნორჩი დინამოს“ შეხვედრის ბედი. ბათუმში, ანგისას ბაზაზე, ისევე, როგორც პირველ წრეში, თბილისში, ამ გუნდების დაპირისპირება პრინციპული აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე გათამაშებაში „დინამოსა“ და „ნორჩი დინამოს“ შეხვედრა თბილისში, მასპინძელთა გამარჯვებით 2-0 დასრულდა.  ბათუმში კი, უპირატესობა ადგილობრივებმა მოიპოვეს და პირველ ტაიმში მე-17 და 31-ე წუთებზე გატანილი გოლებით ანგარიშშიც წაიყვანეს, 2-0. ალბათ, რთული სათქმელია, როგორ განვითარდებოდა მოვლენები საკუთარ კედლებში, ბათუმელებს ტაიმის მიწურულს, რომ თამაშის წესები არ დაერღვიათ. 45-ე წუთზე დინამოელთა ფეხბურთელის ხელით თამაშის გამო, მასპინძლების კარში 11-მეტრანი დაინიშნა, რომელიც ზუსტად შეასრულა ნინო ჭუჭულაშვლმა. ბათუმელთა მე-4 ნომერს, თამრიკო ყრუაშვილს, კი ამ ინციდენტის გამო წითელი ბარათი უჩვენეს და ახლა მას, მომდევნო ტურის გამოტოვება მოუწევს.   

მეორე ტაიმის დასაწყისში კაცნაკლულ „დინამოს“, ნორჩმადინამოელებმა ანგარიშ 49-ე წუთზე გაუთანაბრეს. გოლი ეკა ხარაიშვილმა გაიტანა. შეხვედრის მიწურულს კი, შეცვლაზე შემოსულმა მარი ბეგიაშვილმა გადამწყვეტი გოლი გაიტანა, თბილისელებს გამარჯვების 3 ქულა მოუტანა  და სატურნირო ცხრილში ერთი ადგილით დააწინაურა.

ამ ტურის მე-5 წყვილის, „ზარზმასა“ და „ივერიასა“ შეხვედრა კი, გადაიდო.

ქალთა ლიგის გათამაშების მე-13 ტური, 13 ივლისს გაიმართება.

ქალთა ლიგა, 2 წრე, მე-12 ტური

ქსკ მართვე- ქსკ კოლხეთი  5-0 (3-0) 

ქუთაისი, „ტორპედოს“ საფეხბურთო ბაზა,  18:00 საათი

ქსკ მართვე: ვარდო ცაგურია, თამთა ცაგურია, მარიამ ჟორჟოლიანი, ანა ჯანელიძე, მარიამ შონია, ქეთევან ცაავა, ეკატერინე ჩირგაძე (89’), მარიამ ხარგელია, თეონა სტურუა, ანა სინატაშვილი, თამთა შენგელია (87’)

შეცვლა: 87’ ქეთევან ჩირგაძე, 89’ ლიკა ქობალია

მთავარი მწვრთნელი: პაატა დოგრაშვილი

ქსკ კოლხეთი: ანი ლომსაძე, მარიამ გოროზია, თამარ სვანიძე (70’), მანონი საღარაძე, თათია ჟიშქარიანი, მარი ჯანჯარია (28’), ნატა კვირკვაია (47’), სალომე თოდუა (85’), მანანა ვაშაკიძე, ანა პოღოსიანი (70’),  ანა წულაია, 

შეცვლა: 28’ ნანა ბიგვავა, 47’ ლანა ჯიქია, 70’ - თამთა კემულარია,  მარიამ ვაშაკიძე, 85’ მაკრინე ლომაია

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ლატარია

გოლები: 20’/45’ ანა სინატაშვილი, 33’ თამთა შენგელია, 67’/70’ თეონა სტურუა

მსაჯები: მამუკა სადილიანი, ცოტნე სამსონაშვილი (ორივე თბილისი),  თამაზ ფხაკაძე (ზესტაფონი)

ქსკ ლანჩხუთი - ქსკ სამეგრელო  10-0

ლანჩხუთი, სათადარიგო სტადიონი, 18:00 საათი

ქსკ ლანჩხუთი:  თათია გაბუნია, ია ალელიშვილი, ირინა ხაბურზანია, თამუნა თავდიშვილი, თამრიკო სალუქვაძე, მარიამ დანელია, სალომე გასვიანი, ხატია ჭყონია, სალომე დიმოპულო, მარიამ კალანდაძე, თეონა თოდაძე,

მთავარი მწვრთნელი: რევაზ კუკულაძე

ქსკ სამეგრელო:  ნინო კვარაცხელია, თამარ მოდებაძე, სალომე ლაგვილავა, მარინე კახიძე, თამარ ახალაია, გვანცა პაპასკირი, ევლინა მანჯგალაძე, სოფო კვარაცხელია, ქეთი ქოქოლაძე

მთავარი მწვრთნელი: ბადრი თოდუა

გოლები:  2’/ 39/ 40/ 43’/ 44’ ’ თამრიკო სალუქვაძე, 7’/15’ ხატია ჭყონია, 12’ ირინა ხაბურზანია,  21’ სალომე გასვიანი, 36’ მარიამ დანელია

მსაჯები: ზურაბ ხოხიაშვილი (თერჯოლა), ზვიად ბარამია (ფოთი), ქეთი გაიპარაშვილი (თელავი)

ქსკ ნიკე  - ქსკ გორი იუნაიტედი  7-0 (0-0)

თბილისი, სფფ-ს ტექნიკური ცენტრი ბასა, 18:00

ქსკ ნიკე: მარიამ კომლაძე, სოფიკო ნარსია, ანა ჯოჯუა, მეგი ეჯიბია (82’), ლამარა ბაბაიანი (87’), გვანცა ქადაგიშვილი, მაიკო ბებია, ნინო პასიკაშვილი, ლიზი მწყერაშვილი, ამალია ხანდაზიანი (57’), ანასტასია ბოლქვაძე

შეცვლა: 57’ მარიამ ფეროიანი, 82’  ელენე ომიაძე,  87’ მაია ხუციშვილი

მთავარი მწვრთნელი: გივი კვარაცხელია

ქსკ გორი იუნაიტედი: ინგა გასიევა, თამარ ახობაძე, იზოლდა ბეთლემიშვილი, ნინო ჯანეზაშვილი, ანა კულდონაშვილი, ეთერ სულაშვილი (84’), ნინო ჩანგელია, მაია ნასყიდაშვილი, მარიამ კილასონიძე, ნატო კევლიშვილი, მარიამ ბასილაძე (55’)

შეცვლა: 55’ მარი მელაძე, 86’ თეონა ნებიერიძე,

მთავარი მწვრთნელი: ოიებადე ილუმოივა ოკეოვო

გოლები:  56’/79’/89’ ნინო პასიკაშვილი, 73’ მარიამ ფეროიანი, 74’ ლიზი მწყერაშვილი, 76’ (პენალტი) მარიამ კომლაძე, 81’ ანასტასია ბოლქვაძე

გაფრთხილებები:  45’+1 გვანცა ქადაგიშვილი

მსაჯები: ხათუნა მაისურაძე (გუდაუთა), მზევინარ შარაშანიძე (ოზურგეთი), სოფიკო რიჟამაძე (ბათუმი)

ქსკ დინამო ბათუმი  - ქსკ ნორჩი დინამო  2-3 (2-1)

ბათუმი, ანგისას ბაზა,  11:30 საათი

ქსკ დინამო ბათუმი: ვერონიკა გაროჟანკინა, ლიკა აბაშიძე, დარინა ანთაძე, თამრიკო ყურაშვილი, ლინდა ანთაძე, ნათია თავართქილაძე (57’), გვანცა დოლიძე, მარიამ ართმელიძე, ლიზი დიასამიძე (90’), თათია შაინიძე, ანა ხავთასი (88’)

შეცვლა: 57’ დარინა სელიმბა, 88’ ნანა ძნელაძე,  90’ ხატია აბაშიძე

მთავარი მწვრთნელი: ბაჩანა აბაშიძე

ქსკ ნორჩი დინამო: ანა ვაშაყმაძე (36’), მეგი გოცირიძე, ნინო გურიელიძე, ანი მინაძე, ანი ძაძუა (80’), ელენე კახნიაშვილი, მარინა გასუმოვა (36’), ნადეჟდა ნაკვეთაური, ეკატერინე ხარაიშვილი (85’), თამარ ეპიტაშვილი (56’), ნინო ჭუჭულაშვილი (88’)

შეცვლა: 36’ - მარი ბეგიაშვილი, ლანა ქარდავა, 56’ ქეთევან სუხიაშვილი,  80’ ნინო ჯგუშია, 85’ მარამ ჯანიკაშვილი, 88’ სოფო ოსიაშვილი,

მთავარი მწვრთნელი: ლავრენტი დავითაშვილი

გოლები: 17’ გვანცა დოლიძე,  31’ თათია შაინიძე,  45’+2 ნინო ჭუჭულაშვილი, 49’ ეკატერინე ხარაიშვილი, 90’+3 მარი  ბეგიაშვილი

გაფრთხილება: 90’+3 მეგი გოცირიძე

გაძევება: 45’ თამრიკო ყურაშვილი,

მსაჯები: ალიკა მესხი, ფელიქს საავა, გიორგი ქირია (ყველა ზუგდიდი)