სიახლეები

ქალთა ლიგის დასრულებამდე 5 ტურით ადრე, „ნიკე“ დაუმარცხებელია

ჩემპიონატების სიახლეები
გაუზიარე
  • 2 ტურის შემდეგ, ქალთა ლიგაზე ერთთვიანი არდადეგები გამოცხადდება
  • მე-13 ტურში, ერთმა ფეხბურთელმა, ეთერ სულაშვილმა 6 გოლი გაიტანა
  • „ნორჩი დინამოს“ ფეხბურთელი თამარ ეპიტაშვილი ქუთაისელმა მცველებმა ვერ „დაიჭირეს“

2 ტურის შემდეგ, ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატში შესვენება გამოცხადდება და ის 8 სექტემბრიდან განახლდება. ამ შესვენების დროს, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, „ნიკე“ უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ჯგუფში იასპარეზებს. ეს ‘ნიკესთვის“, რომელიც ქვეყნის მიმდინარე ჩემპიონატს ქულების მაქსიმუმით ლიდერობს, პირველი საერთაშორისო ტურნირი იქნება. თამაშები 7-13 აგვისტოს გაიმართება.

აგვისტოს მეორე ნახევრიდან კი, ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის თამაშებისთვის მზადებას დაიწყებს საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები, რომელსაც აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში, პირველი შეხვედრები ელის. ჯერ ბოსნია და ჰერცოგოვინაში, შემდეგ, კი თბილისში, იტალიის ნაკრების წინააღმდეგ.

ასე, რომ დიდ შესვენებამდე 2 ტურით ადრე, ქვეყნის მიმდინარე ჩემპიონატის მატჩები, ამ ტურნირებისთვის მოსამზადებელი ეტაპის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი იქნება. 13 ივლისს კი, გათამაშების მე-13 ტურის შეხვედრები გაიმართა.  

გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა, თბილისის "ნიკემ",  ბათუმში, "ანგისას ბაზაზე" ბათუმის "დინამოსთან" მორიგი 3 ქულა ჩაიწერა. თბილისელებმა მეტოქეს 6 უპასუხო გოლი გაუტანეს და ანგარიშით 6:0 გაიმარჯვეს. ახლა, „ნიკე“ 39 ქულით, სატურნირო ცხრილში ერთპიროვნული ლიდერია. 

„ნიკეს“ 3 ქულით ჩამორჩება „ლანჩხუთი“, რომელმაც დღეს ასევე 6 გოლის გატანა მოახერხა, თუმცა, საკუთარი კარის მშრალად შენახვა ვერ შეძლო. გურულებმა, გასვლაზე ხობის „კოლხეთი“ დაამარცხეს 6-1. 

მიუხედავად იმისა, რომ მე-13 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, „ნორჩ დინამოსა“ და ქუთაისის „მართვეს“ შორის, ბევრი, დაძაბულ ბრძოლას და ალბათ, უფრო აქტიურ „მართვეს“ ელოდა, ეს ბრძოლა, მხოლოდ ფრაგმენტულად და ისიც, პირველ ტაიმში შედგა. შეხვედრა დინამოელთა სრული უპირატესობით წარიმართა. თბილისელთა შორის, განსაკუთრებით თამარ ეპიტაშვილს გამოვარჩევდით, რომელიც სუპერ-აქტიური იყო ფლანგზე. ამასთან, იტალიიდან ქართულ ჩემპიონატში დაბრუნებულმა ფეხბურთელმა ორი გოლის გატანაც მოახერხა. „ნორჩმა დინამომ“, ანგარიშით 4-0 მოიგო და სატურნირო ცხრილში, მესამე ადგილზე მყოფ „მართვესთან“ სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანა.

მინიმალური ანგარიშით 2-1 დაამარცხა ჩხოროწყუში „სამეგრელომ“, გათამაშების დებიუტანტი „ზარზმა“, რომელსაც 13 ტურის შემდეგ ნული ქულა აქვს.

საკმაოდ საინტერესო გამოდგა, ამ ტურის კიდევ ერთი შეხვედრა, რომელიც ხაშურში გაიმართა. „ცხრა მუხას“ სტადიონზე, სტუმრად ჩასულმა „გორი იუნაიტედმა“ მიუხედავად იმისა, რომ მატჩის დაწყებიდან 16 წუთის შემდეგ 2-0 აგებდა. თამაშის სათავისოდ შემობრუნება შესძლო. ამ შეხვედრაში, გორელთა ფეხბურთელმა ეთერ სულაშვილმა 6 გოლის გატანა მოახერხა.  ხაშურის „ივერიას“ ძლევა კი, გორელებმა ანგარიშით 5-7 შეძლეს.

როგორც ხედავთ, ქალთა ლიგის გათამაშების მე-13 ტური, ყველაზე წარმატებული ეთერ სულაშვილისთვის გამოდგა. ამ ტურის შემდეგ, ეთერ სულაშვილს 19 გატანილი გოლი აქვს.  ბომბარდირთა დავას კი, 24 გოლით, "ლანჩხუთის" მოთამაშე თამრიკო სალუქვაძე ლიდერობს, რომელმაც მეცამეტე ტურში ერთი გოლის გატანა 11-მეტრიანით მოახერხა. 2 გოლი გაიტანა ბათუმში, ნინო პასიკაშვილმა, რომელსაც ახლა 23 გოლი აქვს და ბომბარდირთა დავაში მე-2 საფეხურზეა.

ქალთა ლიგის 2019 წლის სეზონის მომდევნო, მე-14 ტური, 19 ივლისს გაიმართება.

ქალთა ლიგა, 2 წრე, მე -13 ტური

ქსკ დინამო ბათუმი - ქსკ ნიკე  0-6  (0-1)

ბათუმი, ანგისას ბაზა, 18:00

ქსკ დინამო ბათუმი: ვერონიკა გაროჟანკინა, ანა ჯიბლაძე, დარინა ანთაძე, ლინდა ანთაძე, ლიკა აბაშიძე, ანა ხავთასი, თამარ დოლიძე, გვანცა დოლიძე,  დარინა სელიმბა, ლიზი დიასამიძე, ხატია აბაშიძე

მთავარი მწვრთნელი: ბაჩანა აბაშიძე

ქსკ ნიკე: მარიამ კომლაძე, ნათია დანელია, ანა ჯოჯუა, ლიზი მწყერაშვილი, მეგი ეჯიბია (49’), სოფიკო ნარსია, ამალია ხანდაზიანი, გვანცა ქადაგიშვილი, ნინო პასიკაშვილი, მაიკო ბებია (40’), ანასტასია ბოლქვაძე

შეცვლა: 40’ ლალო ბაბაიანი 49’ მარიამ ფეროიანი

მთავარი მწვრთნელი: გივი კვარაცხელია

გოლები: 17’ (პენალტი) მარიამ კომლაძე, 55’ ნათია დანელია, 60’/ 75’  ლიზი მწყერაშვილი,  62’/72’ ნინო პასიკაშვილი

გაფრთხილება: 70’ ნათია დანელია

მსაჯები: ირაკლი შენგელია (სამტრედია), კობა სადილიანი (ქუთაისი), ალექსანდრე თავაძე (სამტრედია)

ქსკ კოლხეთი - ქსკ ლანჩხუთი  1-6 (0-2)

ხობი, პ. თათარაშვილის სახელობის მოედანი, 18:00

ქსკ კოლხეთი: ანი ლომსაძე, თამთა კემულარია, თამარ სვანიძე, მანონი საღარაძე, თათია ჟიშქარიანი, სალომე თოდუა, ანა წულაია,  ნატა კვირკვაია (69’), მარი ჯანჯარია (65’), მანანა ვაშაკიძე (59’), ნანა ბიგვავა

შეცვლა: 59’ ლანა ჯიქია, 65’ მაკრინე ლომაია,  69’ მარიამ ვაშაკიძე

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ლატარია

ქსკ ლანჩხუთი:  თათია გაბუნია (74’), ნინო ჩხარტიშვილი, მარიამ კალანდაძე, თეონა თოდაძე, ია ალელიშვილი (74’), მარიამ დანელია, სალომე დიმოპულო (46’), თამუნა თავდიშვილი, ირინა ხაბურზანია (89’), ხატია ჭყონია, თამრიკო სალუქვაძე (77’), (58’), (77’), (90’+1), სალომე გასვიანი (58’), ნათელა წოწერია,

შეცვლა: 46’ ნინო გუჯაბიძე,  74’- ლანა მჟავია, მარიამ რომანჩუკი,  89’- ანი გობრონიძე, სალომე სანიკიძე

მთავარი მწვრთნელი: რევაზ კუკულაძე

გოლები:  2’ მარიამ დანელია, 36’(პენალტი) ნინო ჩხარტიშვილი, 57’/67’/ 82’ ხატია ჭყონია 75’ ნანა ბიგვავა, 89’(პენალტი) თამრიკო სალუქვაძე

მსაჯები: ბექა კუნჭულია, გიორგი ბაბუნაშვილი, მირიან ლაშქარაშვილი (ყველა ქუთაისი)

ქსკ სამეგრელო - ქსკ ზარზმა  2-1 (1-1)

ჩხოროწყუ, ბ. პაპასკირის სახელობის სტადიონი, 18:00

ქსკ სამეგრელო:  სალომე ლაგვილავა, ანი გაბედავა, გვანცა პაპასკირი, ვიკა გვასალია,  ქეთი ქოქოლაძე, სოფო კვარაცხელია, ევლინა მანჯგალაძე, ილონა შენგელია, თამარ მოდებაძე, მარინე კახიძე, თამარ ახალაია

მთავარი მწვრთნელი: ბადრი თოდუა

ქსკ ზარზმა: ეკა თაბაგარი, ნათია კურტანიძე,  ლიკა მარკოიძე, ნინო ზუმბაძე, ბელა ზაზაძე, ანი კვახაჯელიძე, ნილა ბლუაშვილი, ნატო ჯაფარიძე (85’), მარიამ ოთანაძე,  ანუკი ივანიძე, ანა ბებნაძე

შეცვლა: 85’ სოფიკო დევნოსაძე

მთავარი მწვრთნელი: ოთარ მაისურაძე

გოლები: 37’/ 56’ მარინე კახიძე, 40’ მარიამ ოთანაძე

გაფრთხილება: 49’ ვიკა გვასალია

მსაჯები: ბექა ქევანიშვილი (ქუთაისი), კახა ვასაძე, სოფიკო რიჟამაძე (ორივე ბათუმი)

ქსკ ივერია -  ქსკ გორი იუნაიტედი  5-7 (2-3)

ხაშური, ცხრა მუხას სტადიონი, 18:00 საათი

ქსკ ივერია: ნინო კურტანიძე, თამარ ყიზილაშვილი, ლალი გორგაძე, ნატო მაზიაშვილი, დიანა ბაქრაძე, თიკო ზარიძე, ელენე ენჯიბაძე, ნინო ბუხსიკიძე, ირმა ლომიძე, მარიამ მეტრეველი, მარი დოიჯაშვილი

მთავარი მწვრთნელი: თემურ კობერიძე

ქსკ გორი იუნაიტედი: ინგა გასიევა, თამარ ახობაძე, მარიამ ბასილაძე (50’), იზოლდა ბეთლემიშვილი, ნინო ჯანეზაშვილი, მაია ნასყიდაშვილი, ნინო ჩანგელია, ნატო კევლიშვილი (46’), ანა კულდონაშვილი, ეთერ სულაშვილი, მარიამ კილასონიძე,

შეცვლა: 46’ თეონა ნებიერიძე, 50’ მედეა მუმლაძე

მთავარი მწვრთნელი: ოიებადე ილუმოივა ოკეოვო

გოლები: 4’ (პენალტი)/54’/72’/76’ ირმა ლომიძე, 16’ ელენე ენჯიბაძე, 17’/27’/ 31’/51’/61’/65’ ეთერ სულაშვილი, 47’ ანა კულდონაშვილი,

გაფრთხილებები:  27’ ლალი გორგაძე, 43’ მარიამ მეტრეველი, 43’ ნინო ჩანგელია

მსაჯები: გიორგი ხეტაძე (თბილისი), მზევინარ შარაშანიძე (ოზურგეთი),  ვიკა სახურია (ხობი)

ქსკ ნორჩი დინამო - ქსკ მართვე    4-0 (2-0)

თბილისი, „შატილის სტადიონი“, 18:00

ქსკ ნორჩი დინამო:  სვეტლანა გაბელაია, მეგი გოცირიძე, ნინო გურიელიძე (83’), ანა მოზაიძე, ანი მინაძე, ელენე კახნიაშვილი, ანი ძაძუა (76’), ნადეჟდა ნაკვეთაური, ეკატერინე ხარაიშვილი, თამარ ეპიტაშვილი, ნინო ჭუჭულაშვილი

შეცვლა: 76’ მარიამ ჯანიკაშვილი, 83’ სოფიო ოსიაშვილი

მთავარი მწვრთნელი: ლავრენტი დავითაშვილი

ქსკ მართვე: ვარდო ცაგურია, თამთა ცაგურია,  ანა ჯანელიძე, მარიამ ჟორჟოლიანი, მარიამ შონია, მარიამ ხარგელია, ქეთევან ცაავა, ეკატერინე ჩირგაძე (72’), ანა სინატაშვილი, თეონა სტურუა, თამთა შენგელია

შეცვლა: 72’ ლიზი კანდელაკიშვილი

მთავარი მწვრთნელი: პაატა დოგრაშვილი

გოლები:  13’ ანი ძაძუა, 30’ ეკატერინე ხარაიშვილი, 66’/82’ თამარ ეპიტაშვილი

მსაჯები: ხათუნა მაისურაძე (გუდაუთა), ქეთევან გაიპარაშვილი (თელავი), ცოტნე სამსონაშვილი (თბილისი)