სიახლეები

ევრო 2021 | აკრედიტაცია საქართველო - იტალიის მატჩზე

ქალთა ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას 3 სექტემბერს, თბილისში გამართავს. საქართველოსა და იტალიის ქალ ფეხბურთელთა დაპირისპირება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 16:30 საათზე დაიწყება.

მატჩის აკრედიტაციის მიღების მსურველმა მედია ორგანიზაციებმა, გთხოვთ, მიმართოთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურს - ელექტრონულ ფოსტაზე [email protected].

შენიშვნა: გთხოვთ, წერილში მიუთითოთ აკრედიტაციის მიღების მსურველი მედიის წარმომადგენლის სახელი, გვარი, ორგანიზაცია და პოზიცია.

დამატებითი ინფორმაციისათვის, დაუკავშირდით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურს.