სიახლეები

აკრედიტაცია საქართველო - დანიის მატჩზე

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე შეხვედრას 8 სექტემბერს, თბილისში გამართავს. საქართველოსა და დანიის საფეხბურთო დაპირისპირება ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“, 20:00 საათზე დაიწყება.

მატჩის აკრედიტაციის მიღების მსურველმა მედია ორგანიზაციებმა ისარგებლეთ შემდეგი ბმულით.

შენიშვნა: ფაილის ასატვირთ ველში განათავსეთ აკრედიტაციის მოთხოვნის ოფიციალური წერილი თქვენი მედია-ორგანიზაციისგან. აკრედიტაციის მოთხოვნა შესაძლებელია 4 სექტემბრის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისათვის, დაუკავშირდით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურს.