სიახლეები

უეფას ფუტსალის მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის მესამე მოდული

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა პროფესიული განვითარებისა და განათლების განყოფილების ორგანიზებით დავით პეტრიაშვილი არენაზე უეფას მწვრთნელთა განათლების ფუტსალის B ლინცეზიის მესამე მოდული გაიმართა. 

მოდულის ძირითადი ნაწილი ფუტსალში დაცვის მნიშვნელობას ეფუძნებოდა. აღნიშნულ თემაზე თეორიული და პრაქტიკული სემინარები უეფას მწვრთნელთა განათლების ფუტსალის ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა დუშან მატიჩმა და მიჩო მარტიჩმა ჩაატარეს. კურსის მონაწილე მწვრთნელებმა მეოთხე მოდულისთვის კონკრეტული მატჩის, გუნდისა და მოთამაშის დაცვითი თამაშის ანალიზი უნდა მოამზადონ. 

უეფას მწვრთნელთა განათლების ფუტსალის B ლინცეზიის კურსი საქართველოში პირველად იმართება და ის 6 მოდულისგან შედგება. ამ ეტაპზე სასწავლო პროცესში მონაწილეობას 12 ლიცენზიის მაძიებელი იღებს.