სიახლეები

'ბასაზე' უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსის საგამოცდო მოდული გაიმართა

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა პროფესიული განვითარებისა და განათლების განყოფილებამ უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსის საგამოცდო მოდული დაასრულა. 

სამი დღის განმავლობაში ლიცენზიის მაძიებლებმა, როგორც თეორიული ისე პრაქტიკული გამოცდები ჩააბარეს. საგამოცდო პროცესი წარმატებით 18-მა მონაწილემ დაასრულა. მწვრთნელებმა, რომლებმაც ამ ეტაპზე ვერ მოახერხეს გამოცდების ჩაბარება, გადაბარების საშუალება მომავალი კურსის საგამაცდო მოდულზე მიეცემათ. აღსანიშნავია, რომ კურსდამთავრებულს შორის ერთი გოგონაა. 

მწვრთნელებს საერთაშორისო კატეგორიის C ლიცენზია გადაეცემათ, რომლის საშუალებითაც ისინი პროფესიული საქმიანობის დაწყებას შეძლებენ.