სიახლეები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ცაგერს ესტუმრა

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

სფფ-ის ორგანიზებით და უეფა-ს მხარდაჭერით, გრძელდება მასობრივი ფეხბურთის კვირეული. კვირეულის ფარგლებში 24 სექტემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე და ვიცე-პრეზიდენტი, ნიკა ჯღარკავა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ბექა ოშხრელთან და სფფ-ის თანამშრომლებთან ერთად ცაგერის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლებს ესტუმრნენ, მათ შორის, ცაგერის საჯარო სკოლას, სადაც წვრთნებს პროგრამა "ფეხბურთი სკოლებში"-ს ფარგლებში სფფ-ის მიერ გადამზადებული პედაგოგი ატარებს.

სფფ-ის წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებს საჩუქრად სხვადასხვა სპორტული ინვენტარი გადასცეს და მათთან ერთად ფეხბურთი ითამაშეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა პროგრამის «ფეხბურთი სკოლებში“ პირველ ეტაპზე მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებში 1000-მდე სპორტის მასწავლებელი გადამზადდა.

მასობრივი ფეხბურთის კვირეული 22 სექტემბერს დაიწყო და 30 სექტემბერამდე სხვადასხვა ღონისძიებებით გაგრძლედება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი - კახა ჭუმბურიძე:

? "ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით მასობრივი ფეხბურთის კვირეული მიმდინარეობს, რომლის შემადგენელი ნაწილი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი "ფეხბურთი სკოლებშია". დღეს ვიმყოფებით ცაგერის პირველ საჯარო სკოლაში, სადაც ბავშვებს სფფ-ის პროგრამით გადამზადებული მწვრთნელი ავარჯიშებს. ძალიან სასიამოვნოა, რომ საწვრთნელ პროცესში ბიჭებთან ერთად გოგონები არიან ჩართული.

ჩემი აზრით, ახალგაზრდების სპორტში და კონკრეტულად ფეხბურთში ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მომავალშიც გააგრძელებს სხვდასხვა პროექტების გახორციელებას."