სიახლეები

ფიფას მსაჯთა ინსტრუქტორების კურსი საქართველოში

გაუზიარე

1 ოქტომბერს, სასტუმრო ჰუალინგში ფიფას ორგანიზებით მსაჯთა ინსტრუქტორების კურსი გაიხსნა, რომელიც თბილისში პირველად იმართება.

ექვსი დღის განმავლობაში 13 ქვეყნის 46 წარმომადგენელი თეორიული და პრაქტიკული სწავლების საშუალებით მსაჯთა ინსტრუქტორებად გადამზადდებიან. სასწავლო კურსის მონაწილეებს შორის 31 მსაჯთა ტექნიკური ინსტრუქტორია, 15 კი, მსაჯთა ფიტნეს ინსტრუქტორი. ქართული მხრიდან სემინარებში 4 ქალი და 6 მამაკაცი მსაჯი მონაწილეობს.

სასწავლო კურსის პრაქტიკული ნაწილის ფარგლებში მონაწილეები 5 ოქტომბერს, ეროვნული ლიგის 30-ე ტურის მატჩს ლოკომოტივი - ტორპედოს დაესწრებიან.

💬 დავით მუჯირი - სფფ-ის გენერალური მდივანი: "საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სტანდარტებს მხარი ავუბათ, ასევე ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ფიფას სამსაჯო კორპუსის ოჯახის წევრები ვართ. ქართველ მსაჯებს საშუალება ეძლევათ, რომ კლასიფიკაციაში დაწინაურდნენ და კვალიფიკაცია აიმაღლონ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ცოტა ხანში ჩვენი მსაჯები წამყვანი ევრო ტურნირებს განსჯას შეძლებენ. ამ მიზნის მისაღწევად ფეხბურთის ფედერაცია ყველაფერს აკეთებს და აღნიშნული კურსის ამის კიდევ ერთი დასტურია."

💬 ფარხად აბდულაევი - ფიფას ინსტრუქტორი: "აღნიშული კურსის მთავარი მიზანი მსაჯთა როგორც ტექნიკური, ისე ფიტნეს ინსტრუქტორების მომზადებაა. თბილისში 13 ქვეყნის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და ისინი სხვადასხვა სამსაჯო საკითხის შესახებ უახლეს და ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ."