სიახლეები

C ლიცენზიის მქონე მწვრთნელთა გადამზადების კურსები შიდა ქართლში გაიმართა

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით და შიდა ქართლის რეგიონული ფედერაციის ჩართულობით გორში ეროვნული კატეგორიის C ლიცენზიის მქონე მწვრთნელთა გადამზადების კურსები გაიმართა.

ორდღიანი სწავლება, როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ ნაწილს მოიცავდა და მასში მონაწილეობა შიდა ქართლში მომუშავე 41-მა ეროვნული კატეგორიის C ლიცენზიის მქონე მწვრთნელმა მიიღო, მათ შორის სამმა გოგონამ. გადამზადების შედეგად თითოეული მათგანი უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიას მიიღებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, რეგიონული ფედერაციების ჩართულობით ეროვნული კატეგორიის С ლიცენზიის მქონე მწვრთნელების გადამზადების პროცესს აგრძელებს და ამ პროექტის ფარგლებში მიმდინარე წლის ბოლომდე მწვრთნელები მთელი ქვეყნის მასშტაბით გადამზადდებიან.

შეგახსენებთ, რომ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერის შედეგად მწვრთნელებისათვის ზემოთ ხსენებული კურსი სრულიად უფასოა.