სიახლეები

Pro ლიცენზიის მქონე მწვრთნელებისთვის Refresh კურსზე რეგისტრაციის ვადა იწურება

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა ტექნიკური დეპარტამენტი უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის მქონე მწვრთნელებისთვის Refresh კურს გეგმავს. 

საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველ მწვრთნელებს გთხოვთ დარეგისტრირდეთ მითითებულ ბმულზე მიმდინარე წლის 15 ოქტომბრამდე. Refresh კურსები 2019 წლის ბოლოს გაიმართება.

დამატებითი ინფორმაციისათვის მწვრთნელებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ მწვრთნელთა პროფესიული განვითარების განყოფილებას.